მანჩესტერში სინაგოგასთან თავდასხმის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა

მანჩესტერში სინაგოგასთან თავდასხმის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა

2 საათის წინ
კატეგორიები: მსოფლიო
პოსტი ნახა: 67

მანჩესტერში სინაგოგასთან თავდასხმის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. მათივე ცნობით, მანჩესტერში მდებარე სინაგოგასთან ახლოს ავტომობილი ფეხით მოსიარულეებს დაეჯახა და ერთი ადამიანი დანით დაჭრეს.

მანჩესტერის პოლიციის განცხადებით, სავარაუდო დამნაშავეს ოფიცრებმა ესროლეს.

„ამჟამად ადგილზე ექიმები იმყოფებიან. ოთხ მოქალაქეს როგორც ავტომობილის, ასევე ცივი იარაღით მიყენებული დაზიანებები აქვს“, - განაცხადეს პოლიციაში.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე