მარია ზახაროვა - ჩვენი ქვეყნის სამართალდამცავი ორგანოები შესაბამის შეფასებას მისცემენ ანტიგმირის საქციელს, რომელმაც რუსული დროშით რაღაც წარმოდგენა მოაწყო თბილისში

მარია ზახაროვა - ჩვენი ქვეყნის სამართალდამცავი ორგანოები შესაბამის შეფასებას მისცემენ ანტიგმირის საქციელს, რომელმაც რუსული დროშით რაღაც წარმოდგენა მოაწყო თბილისში

4 საათის წინ
კატეგორიები: მსოფლიო პოლიტიკა
პოსტი ნახა: 219

რუსეთის სამართალდამცავი ორგანოები შესაბამის შეფასებას მისცემენ თბილისში რუსული სამფეროვანი დროშის შეურაცხყოფასთან დაკავშირებულ სიტუაციას. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.

„დილიდან არაერთი ზარი ისმის, კომენტარის გაკეთების თხოვნით უცნობი ანტიგმირის საქციელზე, რომელმაც რუსული სამფეროვანი დროშით რაღაც წარმოდგენა მოაწყო თბილისში. პირველ რიგში, დროშა დროშად დარჩება, რაც არ უნდა ჩაიდინოს შეშლილმა. მეორეც, ჩვენი ქვეყნის სამართალდამცავი ორგანოები ამ აღმაშფოთებელ ქმედებას შესაბამის შეფასებას მისცემენ“, - აღნიშნა ზახაროვამ.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე