მარინ ლე პენს საჯარო თანამდებობის დაკავება 5 წლით აეკრძალა, 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა და 100 000 ევროს ჯარიმის გადახდა დაეკისრა

მარინ ლე პენს საჯარო თანამდებობის დაკავება 5 წლით აეკრძალა, 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა და 100 000 ევროს ჯარიმის გადახდა დაეკისრა

31-03-2025 17:23
კატეგორიები: მსოფლიო

სასამართლოს გადაწყვეტილებით, საფრანგეთის ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერს, მარინ ლე პენს საჯარო თანამდებობის დაკავება 5 წლის განმავლობაში აეკრძალა, რაც ძალაში დაუყოვნებლივ შედის და მას, ფაქტობრივად, 2027 წლის საპრეზიდენტო რბოლიდან გამორიცხავს, - ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.

ამასთან, მოსამართლეებმა მარინ ლე პენს ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა მუსაჯეს, საიდანაც ორი წელი არის პირობითი სასჯელი და 100 000 ევროს ჯარიმის გადახდა დააკისრეს.

The Guardian-ი წერს, რომ მარინ ლე პენი, დიდი ალბათობით, განაჩენს გაასაჩივრებს და საქმის დასრულებამდე მის წინააღმდეგ პატიმრობა და ჯარიმა არ იქნება გამოყენებული.

შეგახსენებთ, პარიზის სასამართლომ საფრანგეთის ულტრამემარჯვენე „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერი, მარინ ლე პენი და რვა ევროპარლამენტარი ევროკავშირის თანხების გაფლანგვაში დამნაშავედ ცნო.

პოსტი ნახა: 308


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე