მარჯანიშვილზე მომხდარი მკვლელობის ფაქტზე დაკავებული ამირან დარჯანიას ადვოკატის, თამარ გაგუას განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი სავარაუდო დანაშაულთან დაკავშირებით საუბარს თავს არიდებს.  დარჯანია არ უარყოფს, რომ გარდაცვლილ გოგოს იცნობდა — ისინი მეზობლები იყვნენ, თუმცა უშუალოდ მკვლელობის ფაქტს გამორიცხავს და აცხადებს, რომ „ის არ არის მკვდარი“.

1 საათის წინ
კატეგორიები: RSS სამართალი
პოსტი ნახა: 15

მარჯანიშვილზე მომხდარი მკვლელობის ფაქტზე დაკავებული ამირან დარჯანიას ადვოკატის, თამარ გაგუას განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი სავარაუდო დანაშაულთან დაკავშირებით საუბარს თავს არიდებს და კითხვა-პასუხის რეჟიმშიც მინიმალურად მონაწილეობს.

აღნიშნულის შესახებ ადვოკატმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

მისივე თქმით, დარჯანია არ უარყოფს, რომ გარდაცვლილ გოგოს იცნობდა — ისინი მეზობლები იყვნენ და ბავშვობიდან ერთად იზრდებოდნენ, თუმცა უშუალოდ მკვლელობის ფაქტს გამორიცხავს და აცხადებს, რომ „ის არ არის მკვდარი“.

„გუშინ შევხდი მას. როგორც კი დააკავეს, მალევე დაენიშნა ადვოკატი, რადგან ის ექვემდებარება სავალდებულო დაცვას მისი ფსიქიკური პრობლემებიდან გამომდინარე. გუშინ იყო საგამოძიებო მოქმედებები. მანამდე ვნახე, მქონდა კომუნიკაცია. სავარაუდო დანაშაულთან დაკავშირებით არაფერს არ საუბრობს. კითხვა-პასუხის რეჟიმშიც მინიმალურად საუბრობს. რაც შეეხება გარემოებას, ის უარყოფს და საერთოდ გამორიცხავს. თქვა რომ ის არ არის მკვდარი. ერთადერთი ის თქვა, რომ არ არის მკვდარიო. იმას, რომ იცნობდა ამ გოგოს, მეზობლები იყვნენ და ბავშვობიდან ერთად გაიზარდნენ ამას არ უარყოფს. იმას რომ იცნობდა, არ უარყოფს, მაგრამ უშუალოდ ფაქტთან დაკავშირებით ჩაკითხვებს გაურბის, არ საუბრობს და ჩუმად ზის. მას რეალურად აქვს ფსიქიკური პრობლემები“,- განაცხადა ადვოკატმა.

ინფორმაციისათვის, 14 იანვარს, თბილისში, მარჯანიშვილზე მომხდარი მკვლელობის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ ერთი პირი დააკავა. უწყების ცნობით, დაკავებული 1991 წელს დაბადებული პირია.

ბრალდებულმა მიმდინარე წლის 14 იანვარს, თბილისში, ბასრი საგნის გამოყენებით სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა - 1987 წელს დაბადებულ მ.თ.-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

„გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს“,- ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.

პაატა ბურჭულაძის შვილი 4 ოქტომბრის აქციაზე - "ირაკლი კობახიძე ნებისმიერ ცივილიზებულ ქვეყანაში გამოიკითხებოდა, რადგან გვახსოვს, მისი ნათქვამი, რომ მათ „დიდ სიურპრიზს“ დაახვედრებდა".  მისი თქმით, 4 ოქტომბრის  მოვლენებზე მხოლოდ ხელისუფლება, საკუთარი ნარატივით საუბრობს და არ აწყობს, რომ ორგანიზატორებმა ისაუბრონ, „ამიტომ არ აქვთ კომუნიკაციის შესაძლებლობა“.
წინა ახალი ამბავი

შემდეგი ახალი ამბავი
პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. მოქალაქეები უცვლელი მოთხოვნებით შეიკრიბნენ - დაინიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების ფარგლებში დაკავებული პირები. დემონსტრანტებს ადგილზე მიტანილი აქვთ სხვადასხვა შინაარსის ბანერები. „თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს", - სკანდირებენ ისინი. პარლამენტის მიმდებარედ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები არიან მობილიზებულები.

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე