მარნეულში ოჯახს 22 სული ძროხა მოპარეს. მომხდარის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა MarneuliNews ავრცელებს.
გავრცელებული ცნობით, შემთხვევა 12 დეკემბერს მოხდა, სავარაუდო დამნაშავე კი ამ დრომდე დაკავებული არ არის.
ალიევების ოჯახში აცხადებენ, რომ ზარალი დაახლოებით 100 000 ლარს შეადგენს.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ქურდობას, რომელმაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.