მარტა კოსი - საქართველოს მთავრობა ევროპულ გზას უნდა დაუბრუნდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში წინსვლას ვერ შევძლებთ

მარტა კოსი - საქართველოს მთავრობა ევროპულ გზას უნდა დაუბრუნდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში წინსვლას ვერ შევძლებთ

21 საათის წინ
კატეგორიები: პოლიტიკა
პოსტი ნახა: 286

საქართველოს მთავრობა ევროპულ გზას უნდა დაუბრუნდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში არ გვექნება სურვილი და ვერ შევძლებთ წინსვლას, - ამის შესახებ ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში, მარტა კოსმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომის დაწყებამდე ბრიუსელში ჟურნალისტებს განუცხადა.

კითხვაზე, რა არის მისი გზავნილი ქართველი ხალხისა და „ქართული ოცნებისთვის“, ევროკომისარმა შემდეგნაირად უპასუხა:

„ქართული ოცნებისთვის“ [გზავნილი] ის, რომ საქართველოს მთავრობა ევროპულ გზას უნდა დაუბრუნდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში არ გვექნება სურვილი და ვერ შევძლებთ წინსვლას. ქართველი ხალხისთვის ის, რომ: იყავით ძლიერები, იბრძოლეთ ევროპული ღირებულებებისთვის, ჩვენ თქვენი იმედი გვაქვს“, - აღნიშნა კოსმა



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე