მართლმადიდებელი ქრისტიანული სამყარო სულთმოფენობას აღნიშნავს

მართლმადიდებელი ქრისტიანული სამყარო სულთმოფენობას აღნიშნავს

08-06-2025 15:32
კატეგორიები: საზოგადოება
პოსტი ნახა: 945

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო სულთმოფენობის დღესასწაულს ულოცავს მართლმადიდებელ ქრისტიანულ სამყაროს, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიასა და მის მრევლს.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.

„დღეს, ტრადიციულად, საქართველოს ყველა ტაძარი ყვავილებითა და ხის ტოტებით იმოსება - მართლმადიდებელი ქრისტიანები სულთმოფენობის დღესასწაულს აღნიშნავენ.

სახარებისეული რწმენით, ღმერთმა სწორედ ამ დღეს მოუვლინა მოწაფეებს სულიწმინდის მადლი, რაც ძველი სჯულის ახლით შეცვლის, ქრისტეს ეკლესიის დაბადების ნიშანი იყო.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო სულთმოფენობის დღესასწაულს ულოცავს მართლმადიდებელ ქრისტიანულ სამყაროს, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიასა და მის მრევლს”, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.



მსგავსი სიახლეები

ტელეკომპანია „თრიალეთი“ ორჯერ შეეცადა გორის სამხედრო ჰოსპიტლის პოზიციის გარკვევას გოდერძი ხეჩიკაშვილის ბრალდებებთან დაკავშირებით, თუმცა უწყებამ ორივეჯერ დუმილი არჩია. ჟურნალისტები ჰოსპიტლის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს პირველად 13 ივლისს დაუკავშირდნენ, ხოლო მეორედ - 14 ივლისს, მას შემდეგ, რაც ოჯახმა ახალი განცხადება გააკეთა და დააზუსტა, რომ მკურნალი ექიმის ვინაობა თავდაპირველად ჰოსპიტლის თანამშრომლის მიერ მიწოდებული მცდარი ინფორმაციის გამო შეეშალათ. მიუხედავად „თრიალეთის“ განმეორებითი მცდელობისა, გადაემოწმებინა ინფორმაცია შესაძლო გულგრილობისა და დაწყებული მოკვლევის შესახებ, სამხედრო ჰოსპიტალში კომენტარი არც ამჯერად გააკეთეს

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე