მათე დევიძე - ჯერ მოძალადე მეძახეს, მერე ქვეყნის დამქცევი, მერე მოღალატე და ახლა უცებ შემიბრალონ? - ნებისმიერი შემოთავაზებული შეღავათი იქნება უარყოფილი - ჩემი ბრძოლა იქნება ბოლომდე, უკანასკნელ ამოსუნთქვამდე

1 საათის წინ
კატეგორიები: RSS პოლიტიკა სამართალი
პოსტი ნახა: 17

ჯერ მოძალადე მეძახეს, მერე ქვეყნის დამქცევი, მერე მოღალატე და ახლა უცებ შემიბრალონ? - ნებისმიერი შემოთავაზებული შეღავათი იქნება უარყოფილი , - ამის შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოში პოლიციელზე თავდასხმაში მსჯავრდებულმა 21 წლის მათე დევიძემ განაცხადა.

მან შეწყალების საკითხს "სისულელე" უწოდა.

„მომივიდა ხმები, რომ შემიძლია, დავწერო შეწყალება და ასე გავიდე გარეთ. ბოდიში, მაგრამ სისულელეა. ჯერ მოძალადე მეძახეს, მერე ქვეყნის დამქცევი, მერე მოღალატე და ახლა უცებ შემიბრალონ? მაპატიეთ, მაგრამ ნებისმიერი შემოთავაზებული შეღავათი იქნება უარყოფილი”, - განახადა მათე დევიძემ, რომლის განცხადებასაც „რადიო თავისუფლება“ ციტირებს.

მათე დევიძის თქმით, მისი ბრძოლა იქნება ბოლომდე.

„ჩემი ბრძოლა იქნება ბოლომდე, უკანასკნელ ამოსუნთქვამდე და მას მერეც“, - განაცხადა მათე დევიძემ გადაწყვეტილების გამოცხადებამდე და დარბაზი დატოვა.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნები გაიმართა. ორგანიზაციის გამგეობამ საია-ს თავმჯდომარედ თამარ ონიანი აირჩია.  როგორც ცნობილია, ორგანიზაციას სამი წლის მანძილზე ნონა ქურდოვანიძე ხელმძღვანელობდა, მას უფლებამოსილების ვადა ამოეწურა.
წინა ახალი ამბავი

შემდეგი ახალი ამბავი
ჩემი დანაშაული, რასაც მედავებიან, არის ის, რომ უცხოელებს ველაპარაკები და მეორე დანაშაული არის ის, რომ ხალხს ვეუბნები, პროტესტისთვის ქუჩაში რაც შეიძლება ბევრნი უნდა გამოვიდნენ, - ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ სასამართლო სხდომის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე