მდინარე ალაზანში მანქანა გადავარდა

მდინარე ალაზანში მანქანა გადავარდა

14 საათის წინ
კატეგორიები: რეგიონი შემთხვევა
პოსტი ნახა: 406

გურჯაანი-ლაგოდეხის გზაზე, მდინარე ალაზანში მანქანა გადავარდა. თვითმხილველების ინფორმაციით, გზის მონაკვეთი მოულოდნელად ჩაინგრა და ავტომობილი მდინარეში ჩაიყოლა. 

მძღოლმა მანქანიდან გადმოსვლა დროულად მოასწრო. 

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გურჯაანი-ჭაბუკიანი-აფენი-კაბალის საავტომობილო გზის მონაკვეთზე ადიდებულმა მდინარემ დროებითი შემოვლითი გზა დააზიანა, რის გამოც, აღნიშნულ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა.

"შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გურჯაანი-ჭაბუკიანი-აფენი-კაბალის საავტომობილო გზის მე-8 კმ-ზე ადიდებულმა მდინარემ დროებითი შემოვლითი გზა დააზიანა, რის გამოც, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე დროებით, შესაბამისი ღონისძიებების გატარებამდე, იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა" - ვკითხულობთ განცხადებაში.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე