მძღოლებს, რომელთაც მართვის უფლება ქულების ამოწურვის გამო აქვთ შეჩერებული, დღეიდან აღნიშნული უფლება ავტომატურად აღუდგებათ და მათ მოწმობას 100 ქულა ხელახლა მიენიჭება

მძღოლებს, რომელთაც მართვის უფლება ქულების ამოწურვის გამო აქვთ შეჩერებული, დღეიდან აღნიშნული უფლება ავტომატურად აღუდგებათ და მათ მოწმობას 100 ქულა ხელახლა მიენიჭება

1 საათის წინ
კატეგორიები: RSS საზოგადოება
პოსტი ნახა: 16

მძღოლებს, რომელთაც მართვის უფლება მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულების რაოდენობის ამოწურვის გამო აქვთ შეჩერებული, 2026 წლის 1-ლი იანვრიდან მართვის უფლება ავტომატურად აღუდგებათ და მათ მოწმობას 100 ქულა ხელახლა მიენიჭება.

პარლამენტის მიერ დეკემბრის თვეში მიღებული გადაწყვეტილებით, მოქალაქეთა იმ კატეგორიაზე, ვისაც 2025 წლის 16 დეკემბრის ჩათვლით შეჩერებული აქვს მართვის უფლება საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ადგილის მიტოვებისთვის, ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში სატრანსპორტო საშუალების მართვისთვის, ნარკოტიკული საშუალების მოხმარებისთვის ან მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულების რაოდენობის ამოწურვისთვის, სამართლებრივი შეღავათი გავრცელდება. შეღავათი ეტაპობრივად განხორციელდება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მართვის მოწმობა 35 500-მდე პირს აქვს შეჩერებული.

მართვის უფლების აღდგენა შემდეგი პროცედურებით მოხდება:

780-მდე პირს, რომელთაც 2025 წლის 16 დეკემბრის ჩათვლით “საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონის შესაბამისად, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება ქულების რაოდენობის ამოწურვის გამო შეუჩერდათ, 2026 წლის 1-ლი იანვრიდან ავტომატურად აღუდგებათ სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება და მათ მართვის მოწმობას 100 ქულა ხელახლა მიენიჭება.

ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელ პირებს (3 500-მდე პირი) მართვის უფლება ავტომატურად არ აღუდგებათ. ამ შემთხვევაში სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების აღდგენა დასაშვები იქნება სახელმწიფო საექსპერტო დაწესებულების მიერ გაცემული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის (დინამიური-ნარკოლოგიური გამოკვლევის) დასკვნის წარდგენის საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების დაკმაყოფილების შემდეგ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციითვე, დაკისრებული ჯარიმების გადაუხდელობის გამო მართვის უფლება 11 000-მდე ადამიანს აქვს შეჩერებული. მათ მართვის უფლება ჯარიმის გადახდის შემთხვევაში აღუდგებათ.

მძღოლებს (20 000-მდე პირი), რომელთაც მართვის უფლება ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მართვისთვის ან შემთხვევის ადგილის მიტოვების გამო შეუჩერდათ, შინაგან საქმეთა სამინისტრო 2026 წლის 1-ელ თებერვლამდე უზრუნველყოფს თითოეული პირის ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ ინფორმაციის შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებას. ადმინისტრაციული სახდელისგან − სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერებისგან გათავისუფლების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნება მიუთითებს, რომ პირს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება აღუდგა.

ამასთან, ამნისტია “სისხლის სამართლის კოდექსის“ 260-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 273-ე მუხლით გათვალისწინებულ ნარკოტიკულ დანაშაულზე ვრცელდება. მსგავსი ნარკოტიკული დანაშაულის ჩამდენმა პირებმა, მართვის უფლების აღდგენის მიზნით, იუსტიციის სამინისტროს სსიპ დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პირობითი მსჯავრის გაუქმების საკითხთა განმხილველ მუდმივმოქმედ კომისიას უნდა მიმართონ.

“ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 45-ე, 45/1, 115/2 მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისთვის შეჩერებული მართვის უფლების აღდგენის მიზნით კი, პირმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს უნდა მიმართოს.

ამასთან, პარლამენტმა გააუქმა ნორმები, რომელიც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში, სამართალდამრღვევ პირს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება ვადამდე აღდგენის შესაძლებლობას აძლევდა.

2026 წლის 1-ელი იანვრიდან მძღოლები ზედმეტი ხმაურის გამო დაჯარიმდებიან.  ძალაშია “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ ნორმა, რომლის მიხედვით, იმ სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომლის ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაური კანონმდებლობით დადგენილ ნორმას აღემატება, გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.
წინა ახალი ამბავი

შემდეგი ახალი ამბავი
შინაურ ბინადარ ცხოველებთან დაკავშირებით  კანონის ცალკეული ნორმები 2026 წლის 1-ელი იანვრიდან ძალაში შედის. კანონის ამოცანაა შინაური ბინადარი ცხოველების მოვლა-პატრონობის  პრინციპების დანერგვა, მათი არასათანადო და სასტიკი მოპყრობისგან დაცვა, ასევე შინაური ბინადარი ცხოველის და ადამიანის დაცვა სხვა შინაური ბინადარი ცხოველისგან მომდინარე საფრთხეებისგან.

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე