მედია - მიანმარში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 2000-ს აჭარბებს

მედია - მიანმარში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 2000-ს აჭარბებს

31-03-2025 18:01
კატეგორიები: მსოფლიო

მიანმარში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 2000-ს აჭარბებს , - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო France 24 ავრცელებს.

მიანმარის სამხედრო ხუნტას ცნობით, ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 2 056-ს აღწევს, დაშავებულთა რაოდენობა 3 900-მდე გაიზარდა, ხოლო 270 ადამიანი დაკარგულად ითვლება.

სამხედრო ხუნტამ მიანმარში ერთკვირიანი გლოვა გამოაცხადა.

ამასთან, ტაილანდის დედაქალაქ ბანგკოკში, სადაც დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად 30-სართულიანი მშენებარე შენობა ჩამოინგრა, დაღუპულთა რაოდენობა 19-მდე გაიზარდა.

შეგახსენებთ, პარასკევს, 28 მარტს, მიანმარში ორი ძლიერი მიწისძვრა მოხდა. აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის შეფასებით, პირველი მიწისძვრის სიმძლავრე 7.7 მაგნიტუდა იყო, მეორე კი - 6.4. ქვეყნის 6 რეგიონში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. მიანმარში მომხდარი მიწისძვრის ბიძგებმა მეზობელ ტაილანდამდე და სამხრეთ-დასავლეთ ჩინეთამდე მიაღწია.

პოსტი ნახა: 371


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე