სერბეთის პრემიერმა, ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე, გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო

სერბეთის პრემიერმა, ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე, გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო

28-01-2025 14:28
კატეგორიები: მსოფლიო

სერბეთის პრემიერ-მინისტრი, მილოშ ვუჩევიჩი დღეს გადადგომის შესახებ განცხადებას გააკეთებს, - ინფორმაციას Reuters-ი საინფორმაციო სააგენტო Tanjug-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მილოშ ვუჩევიჩმა აღნიშნული გადაწყვეტილება ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე მიიღო.

შეგახსენებთ, სერბეთში სამთავრობო კორუფციის წინააღმდეგ საპროტესტო აქციების ტალღა, რომელსაც სტუდენტები ხელმძღვანელობენ, მას შემდეგ დაიწყო, რაც 1-ელ ნოემბერს ქალაქ ნოვი სადში რკინიგზის სადგურის სახურავი ჩამოინგრა, რასაც 15 ადამიანი ემსხვერპლა. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ნგრევა კორუფციამ და არასათანადოდ შესრულებულმა სამშენებლო სამუშაოებმა გამოიწვია. მომხდარის გამო ბრალი წაუყენეს ცამეტ ადამიანს, მათ შორის სერბეთის ტრანსპორტის ყოფილ მინისტრს გორან ვესიჩს, რომელიც რკინიგზის სადგურის სახურავის ჩამონგრევიდან რამდენიმე დღეში გადადგა.

პოსტი ნახა: 107


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!