მედიის ცნობით, თელ ავივში მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა, დაკავებულია, სულ მცირე, 57 ადამიანი

მედიის ცნობით, თელ ავივში მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა, დაკავებულია, სულ მცირე, 57 ადამიანი

29-05-2025 02:51
კატეგორიები: მსოფლიო
პოსტი ნახა: 221

თელ ავივში მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა. მედიის ცნობით, დემონსტრაციაზე, სახელწოდებით „მიტოვების 600 დღე“, დაახლოებით 3000 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის გათავისუფლებული მძევლები და მათი ოჯახის წევრები.

აქციის მონაწილეები ღაზაში ომის დასრულებას ითხოვდნენ. დემონსტრანტები მთავრობას ადანაშაულებდნენ იმაში, რომ ვერ მიაღწია ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმებას.

აქციის მონაწილეები ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს გამოსახულებიანი ნიღბებით და ნარინჯისფერი ტანსაცმლით იმყოფებოდნენ.

პოლიციასთან შეტაკებების დროს სამართალდამცავებმა, სულ მცირე, 57 ადამიანი დააკავეს.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე