„მედინას“ დირექტორის განცხადებით, ახალშობილის მდგომარეობა, რომელიც სანიტარმა საპირფარეშოში გააჩინა, შემდეგ კი მისი მკვლელობა სცადა, „ცოტა გაუმჯობესებულია“, თუმცა მძიმედ ფასდება, დედის მდგომარეობა კი დამაკმაყოფილებელია

„მედინას“ დირექტორის განცხადებით, ახალშობილის მდგომარეობა, რომელიც სანიტარმა საპირფარეშოში გააჩინა, შემდეგ კი მისი მკვლელობა სცადა, „ცოტა გაუმჯობესებულია“, თუმცა მძიმედ ფასდება, დედის მდგომარეობა კი დამაკმაყოფილებელია

1 საათის წინ
კატეგორიები: RSS სამართალი
პოსტი ნახა: 38

ახალშობილის გადარჩენაში, რომელიც ბათუმში მდებარე კლინიკა “მედინას“ სანიტარმა, ამავე კლინიკის საპირფარეშოში გააჩინა, შემდეგ კი მისი მკვლელობა სცადა, სხვადასხვა პროფილის სპეციალისტები ჩაერთნენ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კლინიკის დირექტორმა, ჯუმბერ უნგიაძემ განუცხადა.

მისივე განმარტებით, ახალშობილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმედ ფასდება. რაც შეეხება დედას, მისი მდგომარეობა სტაბილურია და ის ასევე კლინიკაში რჩება.

“ახალშობილის მდგომარეობა ძალიან მძიმედ ფასდება. ცოტა გაუმჯობესება აქვს. პირველადი ოპერაცია ჩაუტარდა და ახლა რეანიმაციული ღონისძიება მიმდინარეობს. ქალაქ თბილისიდან ყველა წამყვანი სპეციალისტი ჩართულია. დღეს ჯანდაცვის სამინისტროს კონსილიუმი გვქონდა, სხვადასხვა სპეციალისტებით ჩაერთნენ, ეტაპობრივად, რაც საჭიროა - უკეთდება. ბავშვის თბილისში გადაყვანა არ იგეგმება, რადგან არატრანსპორტაბელურია.

ახალშობილის დედის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და კლინიკაში რჩება“, - აცხადებს ჯუმბერ უნგიაძე

გუშინ, ბათუმის კლინიკა “მედინაში კლინიკის სანიტარმა საპირფარეშოში იმშობიარა, რის შემდეგაც ახალშობილს ყელის არეში დაზიანებები მიაყენა.

შემთხვევა გამთენიისას მოხდა. ახალშობილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

 

წყარო



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე