მელიქიშვილის გამზირზე, „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
მოქალაქეებმა მელიქიშვილის გამზირზე საავტომობილო გზა გადაკეტეს.
ფილარმონიასთან ორი ლოკაციიდან - რესპუბლიკის მოედნიდან და საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობიდან წამოსული მარში შეერთდა, რის შემდეგაც საარჩევნო შტაბთან მივიდნენ.
აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ 4 ოქტომბრამდე შტაბთან პროტესტს არ შეწყვეტენ.