მერია განცხადებას ავრცელებს

მერია განცხადებას ავრცელებს

23-05-2025 15:59
კატეგორიები: საზოგადოება
პოსტი ნახა: 660

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების მოსამზადებელი სამუშაოების გამო, ბოლო დღეების განმავლობაში, თბილისის ცენტრალურ ქუჩებზე მოძრაობა ეტაპობრივად იზღუდება - ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. 

"ფერხდება გადაადგილება გმირთა მოედანზე, რუსთაველის გამზირზე, თაბუკაშვილის ქუჩაზე, თავისუფლების მოედანზე, ლეონიძის შესახვევში, კოტე აფხაზისა და პუშკინის ქუჩებზე. ასევე, დატვირთულია მტკვრის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროები. 

მოსახლეობას მოვუწოდებთ, გაითვალისწინონ დაწესებული შეზღუდვები და კერძო ავტომობილებით გადაადგილებისას ისარგებლონ ალტერნატიული გზებით. 

აქვე შეგახსენებთ, რომ 24 მაისს, 20:00 საათიდან ჩაიკეტება რუსთაველის გამზირის ნაწილი, გია ჭანტურიას ქუჩიდან თავისუფლების მოედნის ჩათვლით არსებული საგზაო მონაკვეთი. ამ დროს, გადაადგილება შესაძლებელი იქნება მხოლოდ ბარათაშვილის ხიდის პანდუსამდე და ჭანტურიას ქუჩამდე.
24 მაისის 14:00 საათიდან 27 მაისის 03:00 საათამდე, ავტოსატრანსპორტო შეზღუდვა შეეხება ათონელისა და ვახტანგ ორბელიანის ქუჩებს.

რაც შეეხება დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს, დღის განმავლობაში, გადაადგილება აიკრძალება თავისუფლების მოედანსა და რუსთაველის გამზირზე, ასევე, ათონელისა და ვეკუას ქუჩებზე. 

ტრანსპორტის მოძრაობა ჩვეულ რეჟიმში ღონისძიებების დასრულების შემდეგ აღდგება." აცხადებს მერია.



მსგავსი სიახლეები

ტელეკომპანია „თრიალეთი“ ორჯერ შეეცადა გორის სამხედრო ჰოსპიტლის პოზიციის გარკვევას გოდერძი ხეჩიკაშვილის ბრალდებებთან დაკავშირებით, თუმცა უწყებამ ორივეჯერ დუმილი არჩია. ჟურნალისტები ჰოსპიტლის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს პირველად 13 ივლისს დაუკავშირდნენ, ხოლო მეორედ - 14 ივლისს, მას შემდეგ, რაც ოჯახმა ახალი განცხადება გააკეთა და დააზუსტა, რომ მკურნალი ექიმის ვინაობა თავდაპირველად ჰოსპიტლის თანამშრომლის მიერ მიწოდებული მცდარი ინფორმაციის გამო შეეშალათ. მიუხედავად „თრიალეთის“ განმეორებითი მცდელობისა, გადაემოწმებინა ინფორმაცია შესაძლო გულგრილობისა და დაწყებული მოკვლევის შესახებ, სამხედრო ჰოსპიტალში კომენტარი არც ამჯერად გააკეთეს

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე