მერქნიანი მცენარის უკანონო გაჩეხვის ბრალდებით ხაშურის მუნიციპალიტეტში ერთი პირი დააკავეს

მერქნიანი მცენარის უკანონო გაჩეხვის ბრალდებით ხაშურის მუნიციპალიტეტში ერთი პირი დააკავეს

10-07-2025 17:33
კატეგორიები: სამართალი რეგიონი
პოსტი ნახა: 357

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ხაშურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მერქნიანი მცენარის უკანონო გაჩეხვის ბრალდებით, 1999 წელს დაბადებული თ.ნ. დააკავეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ალის სატყეო უბნის ერთ-ერთ მონაკვეთზე ფოთლოვანი ჯიშის მერქანი, შემდგომში რეალიზაციის მიზნით უკანონოდ გაჩეხა.

სამართალდამცველებმა, ბრალდებული სოფელ ალის ტერიტორიაზე იმ დროს დააკავეს, რომელსაც სახელმწიფო სანომრე ნიშნის გარეშე არსებული ავტომობილით, უკანონოდ მოპოვებული ხის მასალა გადაჰქონდა.

გამოძიება მერქნიანი მცენარის უკანონო გაჩეხვის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 303-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს"- განმარტავენ შსს-ში.

დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე