მიანმარში, მიწისძვრის შედეგად, მინიმუმ, 3 ადამიანი დაიღუპა - ტაილანდში, ჩამონგრეული კორპუსის ტერიტორიაზე 70 მუშას ეძებენ

მიანმარში, მიწისძვრის შედეგად, მინიმუმ, 3 ადამიანი დაიღუპა - ტაილანდში, ჩამონგრეული კორპუსის ტერიტორიაზე 70 მუშას ეძებენ

28-03-2025 16:44
კატეგორიები: მსოფლიო

მიანმარის ქალაქ ტაუნგუში მიწისძვრის შედეგად, მინიმუმ, სამი ადამიანი დაიღუპა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გამოცემა თვითმხილველებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ქალაქში მდებარე მეჩეთი ნაწილობრივ ჩამოინგრა, რამაც მსხვერპლი გამოიწვია.

ამასთან, BBC-ის ცნობით, ტაივანის დედაქალაქ ბანგკოკში, სადაც მიწისძვრის შედეგად 30-სართულიანი მშენებარე კორპუსი ჩამოინგრა. ჩამონგრეული კორპუსის ტერიტორიაზე მშენებლობაზე დასაქმებულ 70 მუშას ეძებენ.

ცნობისთვის, მიანმარში 12 წუთის ინტერვალით ორი ძლიერი მიწისძვრა მოხდა. აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის შეფასებით, პირველი მიწისძვრის სიმძლავრე 7.7 მაგნიტუდა იყო, მეორე კი - 6.4. ქვეყნის 6 რეგიონში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. მიანმარში მომხდარი მიწისძვრის ბიძგებმა მეზობელ ტაილანდამდე და სამხრეთ-დასავლეთ ჩინეთამდე მიაღწია. ტაილანდის ხელისუფლების ინფორმაციით, მიწისძვრის შედეგად ბანგკოკში 30-სართულიანი მშენებარე შენობა ჩამოინგრა. ტაილანდის მერიაში აცხადებენ, რომ დედაქალაქი სტიქიის ზონად გამოცხადდა.

პოსტი ნახა: 613


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე