მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 18 მოქალაქე გააძევეს

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 18 მოქალაქე გააძევეს

5 საათის წინ
კატეგორიები: სამართალი
პოსტი ნახა: 42

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტისა და სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების მჭიდრო კოორდინაციით ბოლო დღეებში ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების ფარგლებში საქართველოდან უცხო ქვეყნის 18 მოქალაქის გაძევება განხორციელდა. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, ქვეყნიდან გაძევებულ იქნა: ირანის, ჩინეთის, რუსეთის, ნიგერიის, ეგვიპტის, ბანგლადეშის, ბელარუსის, თურქეთის, ინდოეთის, პაკისტანის და უზბეკეთის, ჯამში, 18 მოქალაქე.

„მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტი წარმოადგენს ქვეყნის შიგნით უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლაზე პასუხისმგებელ ორგანოს. მისი ერთ-ერთი კომპეტენციაა საქართველოში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეების გამოვლენა და საქართველოდან გაძევების განხორციელება“, – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე