მიხეილ ყაველაშვილი - პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე შტურმი მარტივად შესაფასებელია, მაგრამ ევროპელი ლიდერები ვერ გმობენ, რადგან ნაწილი არიან „დიფ სთეითის" და დაგმობა დავალება არ არის

მიხეილ ყაველაშვილი - პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე შტურმი მარტივად შესაფასებელია, მაგრამ ევროპელი ლიდერები ვერ გმობენ, რადგან ნაწილი არიან „დიფ სთეითის" და დაგმობა დავალება არ არის

2 საათის წინ
კატეგორიები: პოლიტიკა
პოსტი ნახა: 162

დარწმუნებული ვარ, ეგრეთ წოდებულ ევროპელ ბიუროკრატებს, სანდუს და ასე შემდეგ, წინასწარ ჰქონდათ გამზადებული ტექსტები, რომ მხარდაჭერა გამოეცხადებინათ, რადგან ყველასთვის ცნობილი იყო, რომ 4 ოქტომბერს უნდა მომხდარიყო „მშვიდობიანი დამხობა“, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა და გარე აქტორების როლსა და ოპოზიციაზე გავლენასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა.

ყაველაშვილის თქმით, მარტივია, ევროპელმა ლიდერებმა დაგმონ პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე შტურმი, თუმცა ამას არ აკეთებენ. 

„მერამდენედ აიძულებენ, რომელიმე გამოვიდეს და დაგმოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე შტურმი, ძალადობრივი ქმედება. ეს ხომ მარტივია? მით უმეტეს ევროპელი ლიდერი, ევროპარლამენტარი როცა გქვია, ხომ მარტივად შესაფასებელია? ეს უნდა დაგმო, მაგრამ ვერ გმობენ, რადგან ნაწილი არიან ამ პროექტის, „დიფ სთეითის და დავალება არ არის, რომ დაგმოს. თუ იქნება დავალება, აუცილებლად დაგმობს. სინდრომზე როცა არის საუბარი და არსებულ რეალობას სხვა თვალით უყურებ, ესე იგი, არ ხარ ობიექტური და გულწრფელი.  ამის რამდენი მაგალითი გვაქვს. ყოველდღე ვრცელდება ინფორმაცია, როგორია ევროპული, ევროკავშირის ქვეყნების რუსეთთან ურთიერთობა. თუ არ ვცდები, 40 პროცენტამდეა გაზრდილი საფრანგეთის ენერგოვაჭრობის თემები, ლატვიის დეპუტატები აქ ჩამოდიოდნენ, პირდაპირ ერეოდნენ ჩვენს შიდა საქმეებში და ომის წლებში რუსეთთან მიმართებით ლატვიის სასმელების ექსპორტი არის გაზრდილი. ეს უნამუსო ადამიანები, ერთ კითხვაც ვერ გაბედეს აქ წარმოდგენილმა ოპოზიციამ, არასამთავრობოებმა, ჩვეულებრივმა მოქალაქეებმა, იუთუბერებმა, ვინც არიან მათი მეხოტბეები, როცა ქვეყანას სანქციებზე შეერთებას მოუწოდებდნენ. დეკანოიძე იჯდა სხვა ქვეყნის ტელევიზიაში და პირდაპირ ბრალს სდებდა თავის ქვეყანას, შავი ხვრელები აქვთო და ასე შემდეგ. ეს არ დამტკიცდა, ჩამოსული იყვნენ ბრიტანელი, ამერიკელი შემფასებლები და განაცხადეს, რომ საქართველოსგან არაფერი ხდება. ერთი ადამიანი არ გამოჩნდა, რომ დასვას საპირისპირო კითხვა, თქვე დალოცვილიშვილებო, ჩემს ქვეყანას რომ მოუწოდებ, სანქციები დაუწესოს რუსეთს, თქვენ რატომ ვაჭრობთ რუსეთთან? სად არის ლოგიკა? ტრამპმა მოუწოდა, ვიდრე რუსეთთან თქვენი ვაჭრობა არ შეჩერდება, პროგრესი ვერ იქნებაო. წინა ხელისუფლება პატიოსან ადამიანებში ეძებდა დამნაშავეს, ჩვენ დამნაშავეში ვეძებთ ადამიანებს. დაჭერა არავის გვიხარია, ეს განცდა არავის გვაქვს, ჩვენ ჯერ ადამიანები ვართ და შემდეგ ხელისუფალი, მაგრამ სიმკაცრე აუცილებელია, როცა ძალადობაზე მიდიხარ“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა

წყარო: 



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე