მიხეილ ყაველაშვილი - საქართველო მკაცრად გმობს სიდნეიში მომხდარ ტერორისტულ თავდასხმას - ღრმა თანაგრძნობას გამოვხატავთ მსხვერპლთა ოჯახების მიმართ

მიხეილ ყაველაშვილი - საქართველო მკაცრად გმობს სიდნეიში მომხდარ ტერორისტულ თავდასხმას - ღრმა თანაგრძნობას გამოვხატავთ მსხვერპლთა ოჯახების მიმართ

1 საათის წინ
კატეგორიები: RSS პოლიტიკა
პოსტი ნახა: 113

მიხეილ ყაველაშვილმა სიდნეიში, ბონდის სანაპიროზე მომხდარი სროლა დაგმო, რომელსაც უკანასკნელი ინფორმაციით, 15 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

მან ხანუქას დღესასწაულზე მომხდარ სროლას ტერორისტული თავდასხმა უწოდა და მსხვერპლთა ოჯახების მიმართ თანაგრძნობა გამოხატა.

„საქართველო მკაცრად გმობს სიდნეიში, ბონდის სანაპიროზე, ხანუქას დღესასწაულის აღნიშვნისას მომხდარ ტერორისტულ თავდასხმას. ღრმა თანაგრძნობას გამოვხატავთ მსხვერპლთა ოჯახების მიმართ და ვლოცულობთ დაჭრილების სრული და სწრაფი გამოჯანმრთელებისთვის,“ - განაცხადა ყაველაშვილმა.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე