„ჯერ კიდევ წინა დღეებში იხილა საზოგადოებამ ვანდალური აქტები, მოწოდებები. საქართველოში ჯერ კიდევ არსებობენ უცხო სპეცსამსახურების დავალებით მოქმედი ძალები და ამას თვალყურს ადევნებდა ჩვენი საზოგადოება თუ როგორ იქცეოდნენ აქ, სადაც ჩვენ ვიმყოფებით. დაამსხვრიეს, დალეწეს გარშემო არსებული ღობე და ის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობა ჩვენი ქალაქის, სადაც ყოველ დღე ვხედავთ უამრავ მოქალაქეს და ტურისტს, რომლებიც სარგებლობენ ამ სილამაზით და ნახა საზოგადოებამ, როგორი განადგურებული იყო გუშინ ეს ყველაფერი და ეს არავის უნდა ეპატიოს. უცხო სპეცსამსახურების მიერ ორგანიზებული ეს ძალები გუშინ მოუწოდებდნენ საქართველოს მოქალაქეებს ხელისუფლების დამხობისკენ და ეს არავის შერჩება და იქნება მკაცრი პასუხი ამასთან დაკავშირებით. ჩვენი საზოგადოება დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ არის ძალიან კარგად გათვითცნობიერებული, ძალიან კარგ ანალიზს აკეთებს, ბრძენი ქართველი ხალხი არავის მისცემს უფლებას, რომ საქართველოში ძალადობრივი გზით მოხდეს ხელისუფლების ცვლილება. ეს ძალიან კარგად ჩანს არჩევნებში გამოვლენილი აქტივობით და მინდა მადლობა გადავუხადო მოქალაქეებს ამ შეგნებისთვის. მჯერა ჩვენი ხალხის, ჩვენი ქვეყნის, რომ ეს ყველაფერი იქნება წარსულში დატოვებული და ვთხოვ ყველა სახელმწიფო ინსტიტუტს, რომ იყვნენ მკაცრი ასეთი გამოვლინებების დროს. როცა უსაფრთხოებაზეა საუბარი, განსაკუთრებით აღსანიშნავია ჩვენი სამართალდამცავი ორგანოების მოქმედება და მაღალი სტანდარტი. გუშინ კიდევ ერთხელ გამოვლინდა ეს. უნდა იცოდეს ყველა იმ ადამიანმა, ვინც ამ ყველაფრის წინააღმდეგია და ვინც მოუწოდებდა დამხობის, ძალადობის, ჩამოგდებისკენ, რომ მათ გაეცემათ განსაკუთრებულად მკაცრი პასუხი. ეს არის საზოგადოების მოთხოვნა“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

მიხეილ ყაველაშვილი - უცხო სპეცსამსახურების მიერ ორგანიზებული ძალები მოქალაქეებს ხელისუფლების დამხობისკენ მოუწოდებდნენ და ეს არავის შერჩება

წინა ახალი ამბავი
შსს - გუშინ კანონის დაცვის უზრუნველსაყოფად პროპორციული ზომები მივიღეთ - მივიჩნევთ, რომ მომდევნო დღეებში ნებისმიერი შეკრება იქნება გუშინდელი მცდელობის გაგრძელება და მივიღებთ შესაბამის ზომებს
შემდეგი ახალი ამბავი
მიხეილ სააკაშვილი - ახლა წუწუნის კი არა, ორგანიზების დროა, „ვარდების რევოლუციას“ რამდენიმე კვირა დაჭირდა, აჭარის რევოლუციას - 6 თვე. იმედია, „ლელო” დარწმუნდა, რომ „არჩევნებით” ამათ ვერაფერს გამოგლეჯ და დაბრუნდება საერთო ბრძოლაში
