მიხეილ სააკაშვილი - იყო დრო მარტო „ნაცებს“ იჭერდნენ, ახლა - ყველას, იჭერენ ინტელექტუალებს, სპორტსმენებს, ყველანაირ ადამიანს

მიხეილ სააკაშვილი - იყო დრო მარტო „ნაცებს“ იჭერდნენ, ახლა - ყველას, იჭერენ ინტელექტუალებს, სპორტსმენებს, ყველანაირ ადამიანს

4 საათის წინ
კატეგორიები: პოლიტიკა
პოსტი ნახა: 234

ნუთუ, ახლა მაინც ვერ ხვდებით, რომ 4 ოქტომბერზე ერთმანეთისკენ ხელის გაშვერა, მხოლოდ უადვილებს ივანიშვილს საქმეს? - ასე აფასებს საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ექიმ გიორგი ჩახუნაშვილის დაპატიმრებას.

როგორც სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, იყო დრო, მარტო „ნაცებს“ იჭერდნენ, ახლა კი - ყველას.

„მანიაკებმა დააპატიმრეს გოგი ჩახუნაშვილი - სახელგანთქმული ექიმი. უკეთილშობილესი ადამიანი და მოქალაქე, უმაგრესი ოჯახის მამა. იჭერენ ინტელექტუალებს, სპორტსმენებს, ყველანაირ ადამიანს. იყო დრო მარტო „ნაცებს“ იჭერდნენ, ახლა - ყველას.

იყო დრო ქალებს არ ეხებოდნენ, ახლა ციხეში ბევრი ქალი პოლიტპატიმარია.

ადრე ოჯახის წევრებს არ დასდევდნენ, ახლა პატიმრობა გამოაქვთ და სახლიდან ასახლებენ.

ადრე ასაკოვანებს ინდობდნენ, ახლა განსაკუთრებით მათ დასდევენ.

ადრე „ქოცობა“ იმუნიტეტს ნიშნავდა და ახლა სრულიად პირიქით.

ნუთუ, ახლა მაინც ვერ ხვდებით, რომ 4 ოქტომბერზე ერთმანეთისკენ ხელის გაშვერა, მხოლოდ უადვილებს ივანიშვილს საქმეს?

არის კიდევ ერთი ამბავი - ოპოზიციური ტელევიზიები მთელი ეს დრო ჩემს პოსტებს აიგნორებენ. სამწუხაროდ, რეჟიმის მიერ მალე ისინი ეთერიდან ჩაიხსნებიან და სატელევიზიო ეთერში მათ ვეღარავინ გამოესარჩლება. ნუთუ, ახლა მაინც ვერ ხვდებით, რომ ძალა ურთიერთსოლიდარობაში და ერთობაშია!“ - წერს სააკაშვილი „ფეისბუქზე“.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე