მიხეილ სააკაშვილს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

მიხეილ სააკაშვილს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

5 საათის წინ
კატეგორიები: სამართალი

თბილისის საქალაქო სასამართლომ დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, სდსს-ს ყოფილ უფროსს, თეიმურაზ ჯანაშიას კი 300 ათას ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

აღნიშნულ საქმეზე გადაწყვეტილება მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა გამოაცხადა.

„მიხეილ სააკაშვილის მიმართ წარდგენილი ბრალდებიდან ამოირიცხოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება, როგორც ზედმეტად წარდგენილი. მიხეილ სააკაშვილი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე 3 წლის ვადით ჩამოერთვას სახელმწიფო სამსახურში დანიშვნით თანამდებობის დაკავების უფლება.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის, მე-4 ნაწილის საფუძველზე ამ განაჩენის საფუძველზე დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 17 ნოემბრის განჩინებით განსაზღვრული სასჯელი და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვროს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა და 3 წლის ვადით ჩამოერთვას სახელმწიფო სამსახურში დანიშვნით თანამდებობის დაკავების უფლება. მიხეილ სააკაშვილს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ამ განაჩენის მიღების მომენტიდან 2025 წლის 12 მარტიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს 2021 წლის 1-ელი ოქტომბრიდან, 2025 წლის 12 მარტამდე პატიმრობაში ყოფნის პერიოდი.

პოსტი ნახა: 122


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!