აშშ-ს, ისრაელსა და ირანს შორის ომის დაწყებას საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის მძიმე შედეგები მოჰყვება, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი სოციალურ ქსელში წერს.
„მიმდინარე ესკალაცია ყველასთვის საშიშია. ის უნდა დასრულდეს. ახლა ირანის რეჟიმმა უნდა გააცნობიეროს, რომ მას სხვა გზა არ აქვს, გარდა იმისა, რომ მოლაპარაკებებში კეთილსინდისიერად ჩაერთოს, რათა თავისი ბირთვული და ბალისტიკური პროგრამები, ასევე რეგიონული დესტაბილიზაციის გამომწვევი აქტივობები დაასრულოს“, - წერს მაკრონი X-ზე.
მაკრონის ცნობით, საფრანგეთი გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის მოწვევას მოითხოვს.
„ირანელმა ხალხმა საკუთარი მომავლის შექმნა თავისუფლად უნდა შეძლოს“, - აცხადებს საფრანგეთის პრეზიდენტი.