მიმდინარე წლის პირველ სამ თვეში ავარიის შედეგად 112 ადამიანი დაიღუპა, 1 763 კი დაშავდა

მიმდინარე წლის პირველ სამ თვეში ავარიის შედეგად 112 ადამიანი დაიღუპა, 1 763 კი დაშავდა

02-06-2025 15:58
პოსტი ნახა: 946

„საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” გამგეობის თავმჯდომარის, ეკა ლალიაშვილის განცხადებით, მიმდინარე წლის პირველ სამ თვეში ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა 112 და დაზიანდა 1 763 ადამიანი, რაც იმას ნიშნავს, რომ დაღუპულთა და საგზაო შემთხვევათა რიცხვი 20%-ით არის გაზრდილი.

აღნიშნულის შესახებ ეკა ლალიაშვილმა „კვირის პრესკლუბში“ განაცხადა, სადაც ავტოსაგზაო შემთხვევების წლის პირველი კვარტლის სტატისტიკა წარმოადგინა.

„პირველ-სამ თვეში დაიღუპა 112, დაზიანდა 1763 პირი, 1660 საგზაო შემთხვევა მოხდა. წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით, ეს გვაჩვენებს, რომ 20%-ით არის გაზრდილი დაღუპულთა რიცხვი და საგზაო შემთხვევები, 18%-ით აზრის გაზრდილი დაზიანებულთა ოდენობა. ვფიქრობ, რომ აღნიშნული სტატისტიკა საყურადღებოა, რადგანაც 20%-იანი ზრდა უკვე ყოველგვარ მოლოდინს აჭარბებს და სახელმწიფო დონეზე რაღაც აუცილებლად გასაკეთებელია. ასევე, გასათვალისწინებელია, რომ ფეხით მოსიარულე 50 პირი, რაც ნიშნავს იმას, რომ დაღუპულთა შორის ყოველი მეორე იყო ფეხით მოსიარულე. ესეც ძალიან მნიშვნელოვანი სიგნალია იმისა, რომ ქვეითების უსაფრთხოების კუთხით პროაქტიული ქმედებები დაიწყოს.

რაც შეეხება გამომწვევ მიზეზებს და დარღვევებს, ფეხით მოსიარულეთა მიმართულებით წამყვანი იყო დარღვევების ოდენობა. ასევე, წამყვან ფაქტორად რჩება სიჩქარის გადაჭარბება, რომელიც მაღალ მსხვერპლს იწვევს საგზაო შემთხვევების დროს, ასევე მანევრირების დროს საპირისპირო ზოლში გადასვლა და მოძრაობის გაგრძელება. ეს წამყვანი ფაქტორები გამოწვევად კვლავ რჩება. ჩვენთვის ეს ძალიან შემაშფოთებელია“, - განაცხადა ეკა ლალიაშვილმა.



მსგავსი სიახლეები

ტელეკომპანია „თრიალეთი“ ორჯერ შეეცადა გორის სამხედრო ჰოსპიტლის პოზიციის გარკვევას გოდერძი ხეჩიკაშვილის ბრალდებებთან დაკავშირებით, თუმცა უწყებამ ორივეჯერ დუმილი არჩია. ჟურნალისტები ჰოსპიტლის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს პირველად 13 ივლისს დაუკავშირდნენ, ხოლო მეორედ - 14 ივლისს, მას შემდეგ, რაც ოჯახმა ახალი განცხადება გააკეთა და დააზუსტა, რომ მკურნალი ექიმის ვინაობა თავდაპირველად ჰოსპიტლის თანამშრომლის მიერ მიწოდებული მცდარი ინფორმაციის გამო შეეშალათ. მიუხედავად „თრიალეთის“ განმეორებითი მცდელობისა, გადაემოწმებინა ინფორმაცია შესაძლო გულგრილობისა და დაწყებული მოკვლევის შესახებ, სამხედრო ჰოსპიტალში კომენტარი არც ამჯერად გააკეთეს

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე