"მისი წვალებით მოპოვებულს სთხოვდნენ" - რას ჰყვებიან ხელ­ვა­ჩა­ურ­ში მოკლულის ახლობლები

"მისი წვალებით მოპოვებულს სთხოვდნენ" - რას ჰყვებიან ხელ­ვა­ჩა­ურ­ში მოკლულის ახლობლები

05-06-2025 19:49
პოსტი ნახა: 822

3 ივ­ნისს, ღა­მით ხელ­ვა­ჩა­ურ­ში 32 წლის ბიზ­ნეს­მე­ნი ბესო ბოლ­ქვა­ძე მოკ­ლეს - სო­ფელ ერ­გე­სა და აჭა­რის­წყალს შო­რის მდე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, სა­კუ­თარ ავ­ტო­მან­ქა­ნა­ში მყო­ფი ბესო ბოლ­ქვა­ძე ავ­ტო­მა­ტი­დან მრა­ვალ­ჯე­რა­დი გას­რო­ლით ჩა­ცხრი­ლეს, მან­ქა­ნა კი მდი­ნა­რე­ში გა­და­აგ­დეს.

"ბა­თუ­მე­ლე­ბის“ მიერ მო­პო­ვე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მკვლე­ლო­ბა, შე­საძ­ლოა, ე.წ. ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს მხრი­დან წი­ლის დათ­მო­ბის მო­თხოვ­ნას და უა­რის მი­ღე­ბის შემ­დეგ ან­გა­რიშს­წო­რე­ბას უკავ­შირ­დე­ბო­დეს.

ოჯა­ხის ახ­ლობ­ლებ­მა მოკ­ლუ­ლი კა­ცის ცხე­და­რი მან­ქა­ნა­ში 4 ივ­ნი­სის დი­ლით იპო­ვეს – მდი­ნა­რე­ში გა­დაგ­დე­ბუ­ლი ავ­ტო­მან­ქა­ნა სა­ვა­რა­უ­დოდ ქვას წა­მო­ე­დო და წყალ­ში ნა­ხევ­რად ჩა­ი­ძი­რა.

ბესო ბოლ­ქვა­ძე ხელ­ვა­ჩა­ურ­ში, სო­ფელ ერ­გე­ში ცხოვ­რობ­და და გა­სუ­ლი წლი­დან სო­ფელ აჭა­რის­წყალ­თან, სა­დაც ჰე­სის მუ­შა­ო­ბის შე­დე­გად და­გუ­ბე­ბუ­ლი წყა­ლია, ტუ­რის­ტებ­ზე კა­ტერს აქი­რა­ვებ­და. ღამ­ღა­მო­ბით იგი მდი­ნა­რე ჭო­რო­ხის პი­რას სა­კუ­თარ ავ­ტო­მან­ქა­ნა­ში ათევ­და ღა­მეს კა­ტე­რი და მის მიერ მო­წყო­ბი­ლი ნავ­სად­გო­მი რომ არა­ვის და­ე­ზი­ა­ნე­ბი­ნა.

AMBEBI.GE-ს ბესო ბოლ­ქვა­ძის ახ­ლო­ბე­ლი უდას­ტუ­რებს მე­დი­ა­ში გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას და­ნა­შა­ულ­ში ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს წევ­რე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზე:

"ბე­სოს აჭა­რის­წყალ­ზე ბიზ­ნე­სი ჰქონ­და, ნა­ვებს აქი­რა­ვებ­და ტუ­რის­ტე­ბის­თვის. დღე­და­ღამ შრო­მობ­და, კოხ­ტად მო­ა­წყო ნავ­მი­სად­გო­მი, და­ი­წყო კა­ტე­რის გა­ქი­რა­ვე­ბა, ღა­მე­ებს ათე­ნებ­და, 24/7-ზე მუ­შა­ობ­და ... პა­ტი­ოს­ნად შრო­მობ­და ეს ყოვ­ლად უბო­რო­ტო და უკე­თი­ლე­სი ბიჭი. ვი­ღა­ცას თვალ­ში მო­უ­ვი­და ბე­სოს ბიზ­ნე­სი, მისი წვა­ლე­ბით და შრო­მით მო­პო­ვე­ბულს სთხოვ­დნენ ვი­ღაც ოხერ-ტი­ა­ლე­ბი. და­ახ­ლო­ე­ბით თვე-ნა­ხევ­რის წინ მი­ად­გნენ თურ­მე ე.წ. ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი და მოს­თხო­ვეს, რომ ეს ნავ­სად­გო­მი მათ­თვის და­ეთ­მო და სა­კუ­თა­რი კა­ტე­რის გა­ქი­რა­ვე­ბი­დან მი­ღე­ბუ­ლი ფუ­ლიც გა­ე­ყო. ბე­სოს ისი­ნი უა­რით გა­უს­ტუმ­რე­ბია. სწო­რედ ამ უარს ვუ­კავ­ში­რებთ იმას, რომ ავ­ტო­მა­ტის ჯე­რით ჩა­ცხრი­ლეს ბიჭი და კვა­ლის და­ფარ­ვის მიზ­ნით ცხე­და­რი მან­ქა­ნი­ა­ნად წყალ­ში გა­და­აგ­დეს. მან­ქა­ნა ნა­ხევ­რად ჩა­ი­ძი­რა, დიდ ქვას წა­მოს­დე­ბია, თო­რემ ვე­რა­ვინ ვე­რა­ფერ­საც ვერ გა­ი­გებ­და. ისიც ოჯა­ხის ახ­ლობ­ლებ­მა იპო­ვეს.

ბესო სო­ფელ ერ­გე­ში ცხოვ­რობ­და და გა­სუ­ლი წლი­დან აქი­რა­ვებ­და კა­ტე­რებს, აჭა­რის­წყალ­თან. იქ ჰე­სის მუ­შა­ო­ბის შე­დე­გად და­გუ­ბე­ბუ­ლი წყა­ლია... ბესო ძა­ლი­ან კარ­გი ბიჭი იყო, ღა­მით ამო­დი­ო­და ხოლ­მე კა­ტე­რე­ბის სა­ნა­ხა­ვად, ყუ­რა­დღე­ბას აქ­ცევ­და, ღა­მეს ათე­ნებ­და, რომ არა­ვის და­ე­ზი­ა­ნე­ბი­ნა. არე­მა­რე­ზე და­უ­სახ­ლე­ბე­ლი ტე­რი­ტო­რი­აა, თან ღა­მით მოხ­და ეს ამ­ბა­ვი და ვინ ნა­ხავ­და? ბე­სოს გარ­და ჯერ არა­ვინ იცის, რა მოხ­და, ვინ იყ­ვნენ ის ნა­ძირ­ლე­ბი. იმე­დია, ამას გა­მო­ძი­ე­ბა მა­ინც და­ად­გენს. არ გა­მო­რი­ცხა­ვენ, რომ ეს ადა­მი­ა­ნე­ბი "ლა­ვა­ს­ოღ­ლის" ხალ­ხი იყოს, რო­გორც ჩანს, მისი გავ­ლე­ნე­ბი აჭა­რა­ში, სა­უ­ბე­დუ­როდ, არ შე­სუს­ტე­ბუ­ლა".

წყარო: 



მსგავსი სიახლეები

ტელეკომპანია „თრიალეთი“ ორჯერ შეეცადა გორის სამხედრო ჰოსპიტლის პოზიციის გარკვევას გოდერძი ხეჩიკაშვილის ბრალდებებთან დაკავშირებით, თუმცა უწყებამ ორივეჯერ დუმილი არჩია. ჟურნალისტები ჰოსპიტლის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს პირველად 13 ივლისს დაუკავშირდნენ, ხოლო მეორედ - 14 ივლისს, მას შემდეგ, რაც ოჯახმა ახალი განცხადება გააკეთა და დააზუსტა, რომ მკურნალი ექიმის ვინაობა თავდაპირველად ჰოსპიტლის თანამშრომლის მიერ მიწოდებული მცდარი ინფორმაციის გამო შეეშალათ. მიუხედავად „თრიალეთის“ განმეორებითი მცდელობისა, გადაემოწმებინა ინფორმაცია შესაძლო გულგრილობისა და დაწყებული მოკვლევის შესახებ, სამხედრო ჰოსპიტალში კომენტარი არც ამჯერად გააკეთეს

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე