მოსამართლე ნინო სახელაშვილი მზია ამაღლობელს - შეგიძლიათ პრეზიდენტს შეწყალების თაობაზე მიმართოთ

მოსამართლე ნინო სახელაშვილი მზია ამაღლობელს - შეგიძლიათ პრეზიდენტს შეწყალების თაობაზე მიმართოთ

06-08-2025 14:30
კატეგორიები: სამართალი
პოსტი ნახა: 766

ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა, განაჩენის გამოცხადების შემდეგ, „ბათუმელების“ დამფუძნებელ მზია ამაღლობელს მიმართა და განუმარტა, რომ მსჯავრდებულს შეუძლია „პრეზიდენტს შეწყალების თაობაზე მიმართოს“.

ინფორამციისთვის, ნინო სახელაშვილმა მზია ამაღლობელს ბრალი გადაუკვალიფიცირა.

კერძოდ, მას მსჯავრი წარუდგინა სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით, რომელიც ითვალისწინებს წინააღმდეგობას, მუქარას ან ძალადობას საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ.

მოსამართლემ მზია ამაღლობელს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე