მოსამართლემ, ზურაბ ჯაფარიძის ადვოკატების შუამდგომლობა დარბაზის შეცვლასთან დაკავშირებით, არ დააკმაყოფილა

მოსამართლემ, ზურაბ ჯაფარიძის ადვოკატების შუამდგომლობა დარბაზის შეცვლასთან დაკავშირებით, არ დააკმაყოფილა

2 საათის წინ
კატეგორიები: პოლიტიკა სამართალი
პოსტი ნახა: 145

მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ „კოალიცია ცვლილებისთვის" წევრის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის ადვოკატების შუამდგომლობა დარბაზის შეცვლასთან დაკავშირებით არ დააკმაყოფილა. იქამდე ვიდრე, ადვოკატები შუამდგომლობას დააყენებდნენ, მათ მოსამართლეს სთხოვეს დარბაზის შეცვლა, თუმცა, მოსამართლემ ზეპირსიტყვიერად უთხრა, რომ დარბაზები ცარიელი არ არის, რის შემდეგაც ადვოკატებმა უკვე შუამდგომლობა დააყენეს.

ადვოკატის, ირაკლი ჩომახაშვილის განცხადებით, სასამართლოს ეზოშიც კი ერთ-ერთ ადვოკატს, გოგიტა გაბაიძეს ორდერის წარმოდგენის მიუხედავად არ უშვებდნენ. ამასთან, ადვოკატის თქმით, ბრალდებულიც კი დარბაზის სიმცირის გამო ისე ზის, მას მოსამართლე საერთოდ ვერ ხედავს. ჩომახაშვილის თქმითვე, სამი ადვოკატიდან ერთ-ერთი მაგიდასთანაც არ არის, რადგან არ არის მაგიდა.

„ამდენი პატივი მაინც გვეცით, რომ ადვოკატებს მაგიდა გვქონდეს“, - განაცხადა ჩომახაშვილმა. მან მოსამართლეს სთხოვა, შესვენება გამოაცხადოს, გაარკვიოს, რომელიმე დარბაზში ხომ არ დასრულდა პროცესი და ხომ არ გათავისუფლდა დარბაზი.

ადვოკატები განმარტავდნენ, რომ პროცესის საჯაროობა უნდა იყოს უზრუნველყოფილი.

ამასთან, ნიკა გვარამიას განმარტებით, დარბაზი იმდენად პატარაა, მედიის და საერთაშორისო ორგანიზაციების გარდა, დარბაზში მხოლოდ 5 ადამიანი იმყოფება. „ეს სასაცილო იქნებოდა, რომ არა ტრაგიკული“, - განაცხადა გვარამიამ.

კიდევ ერთი ადვოკატის, გოგიტა გაბაიძის განცხადებით, ის სასამართლოსთან სამართალდამცავებმა „პირდაპირი მნიშვნელობით აბურთავეს“, მიუხედავად ორდერისა, არ უშვებდნენ სასამართლოში, ახლა კი ისე ზის, „მუხლებზე უდევს ლეპტოპი".

აღნიშნულ შუამდგომლობაზე ბრალდების მხარემ განაცხადა, რომ ეს საკითხი სასამართლოს გადასაწყვეტია, ამასთან, პროცესი ობიექტური დამკვირვებლების მიერ შუქდება.

მოსამართლემ არ დააკმაყოფილა შუამდგომლობა და განაცხადა, რომ სხდომა საჯაროა და მას „საზოგადოებრივი მაუწყებელი" აშუქებს.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე