მსახიობი დონარა გვრიტიშვილი 69 წლის ასაკში გარდაიცვალა

მსახიობი დონარა გვრიტიშვილი 69 წლის ასაკში გარდაიცვალა

3 საათის წინ
კატეგორიები: საზოგადოება
პოსტი ნახა: 222

69 წლის ასაკში, მსახიობი დონარა გვრიტიშვილი გარდაიცვალა.

ინფორმაციას სოციალურ ქსელში ოჯახის ახლობლები ავრცელებენ.

ასევე, ოჯახის ახლობელმა ambebi.ge-ის გარდაცვალების ფაქტი დაუდასტურა.

ცნობილი ხდება, რომ დონარა გვრიტიშვილის სამოქალაქო პანაშვიდები 24-25 ოქტომბერს გაიმართება.

დონარა გვრიტიშვილი მძიმე დაავადებას ებრძოდა. მან ხუთი წელი ამერიკაში გაატარა, სადაც სიმსივნე დაუდგინეს და მკურნალობა გაუწიეს. ორი თვის წინ სამშობლოში რეაბილიტაციის მიზნით დაბრუნდა.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე