მსოფლიოს ქალთა გრან პრის მეოთხე ეტაპი ნიქოზიაში დღეს დაიწყება - საქართველოს სახელით ტურნირზე ნაკრების ლიდერი, ნანა ძაგნიძე იასპარეზებს.

მსოფლიოს ქალთა გრან პრის მეოთხე ეტაპი ნიქოზიაში დღეს დაიწყება - საქართველოს სახელით ტურნირზე ნაკრების ლიდერი, ნანა ძაგნიძე იასპარეზებს.

15-03-2025 14:56
კატეგორიები: საზოგადოება
პოსტი ნახა: 1358

კვიპროსის დედაქალაქ ნიქოზიაში სტარტს აიღებს მსოფლიოს ქალთა გრან პრის მეოთხე ეტაპი, რომელშიც მსოფლიოს უძლიერესი მოჭადრაკე ქალები მიიღებენ მონაწილეობას.

ამის შესახებ ინფორმაციას ჭადრაკის ფედერაცია ავრცელებს. როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ტურნირი თბილისის დროით, 17:00 საათზე დაიწყება.

ჭადრაკის ფედერაციის ცნობით, საქართველოს სახელით ტურნირზე ნაკრების ლიდერი, ნანა ძაგნიძე იასპარეზებს.

„გრან პრის მონაწილეები არიან: ნანა ძაგნიძე (საქართველო), ალეკსანდრა გორიაჩკინა (ფიდე), ანა მუზიჩუკი (უკრაინა), მარიამ მუზიჩუკი (უკრაინა), დივია დეშმუხი (ინდოეთი), ხარიკა დრონოვალი (ინდოეთი), ჟუ ვინერი (ჩინეთი), ელიზაბეტ პეტცი (გერმანია), ოლგა ბადელკა (ავსტრია), სტავრულა ცოლაკიდუ (საბერძნეთი).

ქალთა შორის გრან პრის სერია ჭადრაკში ყველაზე მნიშვნელოვანი ასპარეზობაა და მასში მსოფლიოს 20 უძლიერესი მოჭადრაკე მონაწილეობს. გრან პრის ციკლი ორი წლის განმავლობაში მიმდინარეობს და მოიცავს ექვს ტურნირს, თითოეულში 10 მონაწილით. ყველა მოთამაშე მინიმუმ 3 ეტაპზე ასპარეზობს, სადაც ქულები ეწერებათ დაკავებული ადგილების მიხედვით. სერიის დასასრულს, ორი საუკეთესო მოჭადრაკე 2026 წლის ფიდეს კანდიდატთა ტურნირში მიიღებს მონაწილეობას.

გამარჯვებული კანდიდატთა ტურნირში მსოფლიო ჩემპიონთან თამაშის უფლებას მოიპოვებს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.



მსგავსი სიახლეები

ტელეკომპანია „თრიალეთი“ ორჯერ შეეცადა გორის სამხედრო ჰოსპიტლის პოზიციის გარკვევას გოდერძი ხეჩიკაშვილის ბრალდებებთან დაკავშირებით, თუმცა უწყებამ ორივეჯერ დუმილი არჩია. ჟურნალისტები ჰოსპიტლის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს პირველად 13 ივლისს დაუკავშირდნენ, ხოლო მეორედ - 14 ივლისს, მას შემდეგ, რაც ოჯახმა ახალი განცხადება გააკეთა და დააზუსტა, რომ მკურნალი ექიმის ვინაობა თავდაპირველად ჰოსპიტლის თანამშრომლის მიერ მიწოდებული მცდარი ინფორმაციის გამო შეეშალათ. მიუხედავად „თრიალეთის“ განმეორებითი მცდელობისა, გადაემოწმებინა ინფორმაცია შესაძლო გულგრილობისა და დაწყებული მოკვლევის შესახებ, სამხედრო ჰოსპიტალში კომენტარი არც ამჯერად გააკეთეს

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე