მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების ტოპ-10 – Forbes-ის განახლებული რეიტინგი

მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების ტოპ-10 – Forbes-ის განახლებული რეიტინგი

01-09-2025 23:38
კატეგორიები: საზოგადოება
პოსტი ნახა: 899

Forbes-მა პლანეტის უმდიდრესი ადამიანების რეიტინგი განაახლა. აღსანიშნავი ფაქტია, რომ 10 უმდიდრესი ადამიანის ერთობლივი წმინდა ქონება 1%-ით ანუ 21 მლრდ დოლარით გაიზარდა და 2.13 ტრილიონ დოლარს მიაღწია. ამის მიზეზი კი ის ფაქტი იყო, რომ აგვისტო მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანებისთვის არაერთგვაროვანი თვე იყო - ექვსი ადამიანი გამდიდრდა, ოთხი კი გაღარიბდა. მიზეზი რამდენიმე მზარდი ტექნოლოგიური კომპანიის აქციების დაცემა იყო.

ყველაზე დიდი მოგება Alphabet-ის ხელმძღვანელებს ლარი პეიჯსა და სერგეი ბრინს ჰქონდათ, რომელთა ქონებაც 20.3 მილიარდი დოლარით და 15.1 მილიარდი დოლარით გაიზარდა. Google-ის აქციები თითქმის 9%-ით გაიზარდა და რეკორდულ მაქსიმუმს მიაღწია. პეიჯი მსოფლიოში უმდიდრესი ადამიანების სიაში მე-5 ადგილზე დარჩა, ხოლო ბრინი ერთი საფეხურით წინ წავიდა და მე-6 ადგილზე გადაინაცვლა.

Forbes-ის მსოფლიოს 10 უმდიდრესი ადამიანის ვინაობა სექტემბრის მონაცემებით ასე გამოიყურება:

1 ილონ მასკი

ქონება: 415.6 მლრდ დოლარი

წყარო: Tesla, SpaceX, xAI, X

2. ლარი ელისონი

ქონება: 270.9 მილიარდი დოლარი

წყარო: Oracle

3. მარკ ცუკერბერგი

ქონება: 253 მილიარდი დოლარი

წყარო: Meta (ფეისბუქი)

4. ჯეფ ბეზოსი

ქონება: 240.9 მილიარდი დოლარი

წყარო: Amazon

5. ლარი პეიჯი

ქონება: 178.3 მილიარდი დოლარი

წყარო: Google

6. სერგეი ბრინი

ქონება: 165.9 მილიარდი დოლარი

წყარო: Google

7. ბერნარ არნო

ქონება: 154.1 მილიარდი დოლარი

წყარო: LVMH/ ფუფუნების საქონელი

8. სტივ ბალმერი

ქონება: 151.3 მილიარდი დოლარი

წყარო: Microsoft, ლოს-ანჯელეს კლიპერსი, ინვესტიციები

9. იენსენ ჰუანგი

ქონება: 150.4 მილიარდი დოლარი

წყარო: ნახევარგამტარები

10. უორენ ბაფეტი

ქონება: 150.4 მილიარდი დოლარი

წყარო: Berkshire Hathaway



მსგავსი სიახლეები

ტელეკომპანია „თრიალეთი“ ორჯერ შეეცადა გორის სამხედრო ჰოსპიტლის პოზიციის გარკვევას გოდერძი ხეჩიკაშვილის ბრალდებებთან დაკავშირებით, თუმცა უწყებამ ორივეჯერ დუმილი არჩია. ჟურნალისტები ჰოსპიტლის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს პირველად 13 ივლისს დაუკავშირდნენ, ხოლო მეორედ - 14 ივლისს, მას შემდეგ, რაც ოჯახმა ახალი განცხადება გააკეთა და დააზუსტა, რომ მკურნალი ექიმის ვინაობა თავდაპირველად ჰოსპიტლის თანამშრომლის მიერ მიწოდებული მცდარი ინფორმაციის გამო შეეშალათ. მიუხედავად „თრიალეთის“ განმეორებითი მცდელობისა, გადაემოწმებინა ინფორმაცია შესაძლო გულგრილობისა და დაწყებული მოკვლევის შესახებ, სამხედრო ჰოსპიტალში კომენტარი არც ამჯერად გააკეთეს

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე