მთავრობამ ბორჯომის „პლატოზე“ 5 ჰა-მდე მიწას ტყის სტატუსი შეუწყვიტა და ყიდის - საწყისი ღირებულება 3.94 მლნ ლარია

მთავრობამ ბორჯომის „პლატოზე“ 5 ჰა-მდე მიწას ტყის სტატუსი შეუწყვიტა და ყიდის - საწყისი ღირებულება 3.94 მლნ ლარია

09-10-2025 22:08
კატეგორიები: საზოგადოება
პოსტი ნახა: 620

ბორჯომში, „პლატოზე“ მდებარე 49 246 კვ.მ [დაახლოებით 5 ჰექტარი] არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს ტყის სტატუსი შეუწყდა. ირკვევა, რომ მთავრობა აღნიშნულ ტერიტორიას აუქციონის გზით ყიდის.

მთავრობის განკარგულებით, რომელსაც ხელს აწერს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, საწყის საპრივატიზაციო თანხად 3 940 000 ლარია განსაზღვრული. აღსანიშნავია, რომ ქონება გასაყიდად აუქციონზე უკვე გამოვიდა.

საპრივატიზაციო პირობების მიხედვით, თანხის გადახდა გამარჯვებულმა ელექტრონული აუქციონის დასრულებიდან 45 დღის ვადაში უნდა უზრუნველყოს. 

„უნდა განხორციელდეს შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 12 თვის ვადაში 500 000 ლარი ოდენობით ფულადი კომპენსაციის გადახდა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ეროვნული სატყეო სააგენტოს ანგარიშზე“, - აღნიშნულია აუქციონის დოკუმენტებში.

ადგილზე უნდა განთავსდეს გამაჯანსაღებელი-დასასვენებელი კომპლექსი, რომელიც მოიცავს ღია/დახურული აუზების მშენებლობას, სპორტულ მოედნებს, ავტოსადგომს, გარე განათებას და ა.შ.

ამ დოკუმენტის თანახმადვე, უნდა მოხდეს უძრავი ქონების არანაკლებ 75% ფართობზე არსებული მერქნიანი მცენარეებისა და ბუნებრივი ეკოსისტემების შენარჩუნება/დაცვა.

ამასთანავე, პირი, რომელიც ტერიტორიას პრივატიზების გზით მიიღებს, უნდა უზრუნველყოს 2 მილიონი ლარის ინვესტიციის განხორციელება.

წყარო: bpn.ge



მსგავსი სიახლეები

ტელეკომპანია „თრიალეთი“ ორჯერ შეეცადა გორის სამხედრო ჰოსპიტლის პოზიციის გარკვევას გოდერძი ხეჩიკაშვილის ბრალდებებთან დაკავშირებით, თუმცა უწყებამ ორივეჯერ დუმილი არჩია. ჟურნალისტები ჰოსპიტლის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს პირველად 13 ივლისს დაუკავშირდნენ, ხოლო მეორედ - 14 ივლისს, მას შემდეგ, რაც ოჯახმა ახალი განცხადება გააკეთა და დააზუსტა, რომ მკურნალი ექიმის ვინაობა თავდაპირველად ჰოსპიტლის თანამშრომლის მიერ მიწოდებული მცდარი ინფორმაციის გამო შეეშალათ. მიუხედავად „თრიალეთის“ განმეორებითი მცდელობისა, გადაემოწმებინა ინფორმაცია შესაძლო გულგრილობისა და დაწყებული მოკვლევის შესახებ, სამხედრო ჰოსპიტალში კომენტარი არც ამჯერად გააკეთეს

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე