მთავრობის ადმინისტრაციასთან დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლების აქცია მიმდინარეობს

მთავრობის ადმინისტრაციასთან დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლების აქცია მიმდინარეობს

1 საათის წინ
კატეგორიები: RSS საზოგადოება
პოსტი ნახა: 19

მთავრობის ადმინისტრაციასთან დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლების აქცია მიმდინარეობს.

როგორც აქციის ერთ-ერთმა წევრმა კახა წიქარიშვილმა განაცხადა, მათ შინაგან საქმეთა სამინისტროში განცხადება შეიტანეს 24 - საათიან პროტესტთან და მთავრობის ადმინისტრაციასთან კარვების დადგმასთან დაკავშირებით, თუმცა უწყებამ მათ უარი განუცხადა და პროტესტის ხანგრძლივობის შემცირება მოსთხოვა.

მისივე თქმით, ისინი, პრემიერ-მინისტრ, ირაკლი კობახიძესთან შეხვედრასა და მასთან დალაპარაკებას მოითხოვენ.

„ჩვენ მოვედით აქ, რადგან კიდევ ერთხელ ვცადოთ, რომ შევხვდეთ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს. მას ძალიან ბევრი შეხვედრები აქვს და იცლის ყველაფრისთვის, დიუშენის სინდრომით დაავადებული ბავშვების გარდა. ანუ დადის დებატებზე, ხვდება სხვადასხვა თანამდებების პირებს, მაგრამ არ სცალია სასიკვდილოდ განწირული ბავშვების საკითხთან დაკავშირებით შესახვედრად. ჩვენ 5 დღე მივეცით ხელისუფლებას - თუ პასუხს არ გაგვცემდნენ დავიწყებდით უწყვეტ პროტესტს, შევიტანეთ შსს-ში განცხადება პროტესტსა და კარვების გაშლაზე, ადმინისტრაციის წინ. მინდორია და ეს არ არის ხალხის სავალი ნაწილი, ეს არის ტერიტორია, რომელიც განკუთვნილია ნებისმიერი ადამიანისთვის, თუმცა შსს-მ კარვების გაშლა აგვიკრძალა და უარი გვითხრა 24-საათიან პროტესტზე, თითქოს ჩვენ აქ სასეირნოდ ვიყოთ გამოსულები. ლოგიკაში არ ჯდება, რომ სასიკვდილოდ განწირული ბავშვების მშობლებს პროტესტის გამოხატვის საშუალებას არ აძლევენ. ასეთი, რამ არც წინა ხელისუფლების, არც შევარდნაძისა და არც კომუნისტების დროს არ ყოფილა.

არანაირი დაპირება არ მიგვიღია, არც ჯანდაცვის სამინისტროსგან, არც კანცელარიიდან. მიმდინარეობდა მოლაპარაკებები, რომელიც დროის გაყვანას ემსახურებოდა, ფაქტობრივად, ჯანდაცვის მინისტრს დროის გაჭიანურების ფუნქცია ჰქონდა", - განაცხადა კახა წიქარიშვილმა.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე