მზია ამაღლობელის საქმის განხილვა 28 აპრილს გაგრძელდება

მზია ამაღლობელის საქმის განხილვა 28 აპრილს გაგრძელდება

14-04-2025 20:03
კატეგორიები: სამართალი
პოსტი ნახა: 376

ბათუმის საქალაქო სასამართლოში გამოცემა „ნეტგაზეთისა“ და “ბათუმელების” დამფუძნებლის მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი დასრულდა.

დღეს ორი მოწმის გამოკითხვა მოხდა, რომლებიც პროკურატურამ სასამართლოს წარუდგინა. საქმეზე გამომძიებელი და პოლიციელი გამოიკითხნენ, რომლებიც უშუალოდ დაკავების და შემდგომ პროცესებში იყვნენ ჩართული.

სასამართლო პროცესი 28 აპრილს გაგრძელდება.

მზია ამაღლობელს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით აქვს წაყენებული, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. 



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე