მზია ამაღლობელისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე სარჩელი ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო

მზია ამაღლობელისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე სარჩელი ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო

19-02-2025 15:37
კატეგორიები: სამართალი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე ადვოკატთა სარჩელი წარმოებაში არ მიიღო.

ადვოკატები სააპელაციო სასამართლოში 14 თებერვლის იმ გადაწყვეტილებას ასაჩივრებდნენ, რომლითაც ბათუმის სააპელაციო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვაზე ასევე უარი თქვა.

როგორც მზია ამაღლობელის ადვოკატმა, ჯუბა ქათამაძემ განაცხადა, დღევანდელი გადაწყვეტილება არის კიდევ ერთი უკანონობა მზია ამაღლობელის საქმეზე.

„როგორც ახლახან გახდა ცნობილი, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ, ვერა დოლიძემ დაუშვებლად ცნო დაცვის მხარის შუამდგომლობა. ეს არის კიდევ ერთი უკანონო გადაწყვეტილება მზია ამაღლობელის საქმეზე, რომელიც სასამართლოებმა მიიღეს. არ არსებობდა არცერთი რეალური გარემოება თუ მტკიცებულება, რომელიც პატიმრობის აუცილებლობას დაამტკიცებდა“, – განაცხადა ადვოკატმა.

პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულ მზია ამაღლობელს ბათუმის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 14 იანვარს შეუფარდა. ამაღლობელი ამ დროისთვის კლინიკა „ვივამედში“ იმყოფება. მან შიმშილობა გუშინ შეწყვიტა.

პოსტი ნახა: 856


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე