მზია ამაღლობელს მსოფლიო პრესის თავისუფლების გმირის ჯილდო გადასცეს

მზია ამაღლობელს მსოფლიო პრესის თავისუფლების გმირის ჯილდო გადასცეს

25-10-2025 00:35
კატეგორიები: საზოგადოება
პოსტი ნახა: 705

„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელ მზია ამაღლობელს ვენაში „მსოფლიო პრესის თავისუფლების გმირის“ ჯილდო მიანიჭეს. ამის შესახებ განცხადებას „საერთაშორისო პრესის ინსტიტუტი“ (IPI) ავრცელებს. 

ჯილდო მზია ამაღლობელის სახელით "ბათუმელები/ნეტგაზეთის" დირექტორის მოადგილემ, თამარ რუხაძემ აიღო.

ჯილდო 7 ჟურნალისტს მიენიჭა - საქართველოდან, შეერთებული შტატებიდან, ღაზის სექტორიდან, პერუდან, ჰონგ-კონგიდან, უკრაინიდან და ეთიოპიიდან „გამორჩეული სიმამაცისთვისა და სიმყარისთვის თავისუფალი მედიისთვის ბრძოლაში“.

„მისი დევნა და მიმდინარე პატიმრობა მზარდი ავტორიტარიზმისთვის მედიის წინააღმდეგობის სიმბოლო გახდა. ამაღლობელის საქართველოს დამოუკიდებელი მედია ლანშაფტის გასავითარებლად ათწლეულების მუშაობამ ქართველი ჟურნალისტების თაობები შთააგონა - რომლებიც ახლა უარს ამბობენ გაჩუმებაზე, მთავრობის უკიდურესი ზეწოლის მიუხედავად. ეს ჯილდო პატივს მიაგებს ამაღლობელის სიმტკიცესა და გამძლეობას - და ამით კიდევ ერთხელ ვიმეორებთ მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოთხოვნას“, - ნათქვამია განცხადებაში.

ჯილდო ასევე მიენიჭა: მარტინ ბარონს (აშშ), მარიამ აბუ დაგას (ღაზის სექტორი; გარდაიცვალა 2025 წლის 25 აგვისტოს, ისრაელის ავიადარტყმის შედეგად), გუსტავო გორიტის (პერუ), ჯიმი ლაის (ჰონგ-კონგი), ვიქტორია როშჩინას (უკრაინა; რუსებმა 2024 წელს ტყვეობაში მოკლეს), და ტესფალემ ვალდაიეს (ეთიპია).



მსგავსი სიახლეები

ტელეკომპანია „თრიალეთი“ ორჯერ შეეცადა გორის სამხედრო ჰოსპიტლის პოზიციის გარკვევას გოდერძი ხეჩიკაშვილის ბრალდებებთან დაკავშირებით, თუმცა უწყებამ ორივეჯერ დუმილი არჩია. ჟურნალისტები ჰოსპიტლის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს პირველად 13 ივლისს დაუკავშირდნენ, ხოლო მეორედ - 14 ივლისს, მას შემდეგ, რაც ოჯახმა ახალი განცხადება გააკეთა და დააზუსტა, რომ მკურნალი ექიმის ვინაობა თავდაპირველად ჰოსპიტლის თანამშრომლის მიერ მიწოდებული მცდარი ინფორმაციის გამო შეეშალათ. მიუხედავად „თრიალეთის“ განმეორებითი მცდელობისა, გადაემოწმებინა ინფორმაცია შესაძლო გულგრილობისა და დაწყებული მოკვლევის შესახებ, სამხედრო ჰოსპიტალში კომენტარი არც ამჯერად გააკეთეს

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე