"🇬🇪 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო გორში გიმასპინძლებთ.
ღონისძიების ფარგლებში, გორის მთავარ მოედანზე სტუმრები შეძლებთ ⤵️
🔹 შეავსოთ საპასპორტო მონაცემები, ადგილზე გადაიღოთ სურათი, რის შემდეგაც დაგიმზადდებათ 26 მაისის ლოგოთი დაბრენდილი, იმიტირებული სამახსოვრო პასპორტები;
🔹 დაათვალიეროთ და შეიძინოთ მსჯავრდებულების მიერ დამზადებული ხელნაკეთი ნივთები: ტყავის, ხის, თექისა და სხვადასხვა მასალისგან შექმნილი ნამუშევრები;
🔹 ისარგებლოთ გიფერით და გადაიღოთ სამახსოვრო ფოტოები;
🔹 ესტუმროთ საგამოფენო სივრცეს და გაეცნოთ საინტერესო ინფორმაციას ქალაქ გორის შესახებ;
🔹 ბავშვებთან ერთად უფროსებიც ჩაერთოთ სხვადასხვა თამაშში;
🔹 პატარა სტუმრებისთვის მოეწყობა სპეციალური სივრცეები, სადაც შეძლებენ სახის მოხატვას, ფაზლების აწყობას; ჩაუტარდებათ ძერწვის ვორქშოფი; დახვდებათ მხიარული ჰულა-ჰუპები; მონაწილეობას მიიღებენ სახალისო თამაშებსა და შეჯიბრებებში; ასევე, დახვდებათ ჯამბაზები, ოჩოფეხები და მოსიარულე ორკესტრი, ფერადი ბამბის ნაყინი და პოპკორნი;
🔹 მოეწყობა ციფრული ტექნოლოგიების სივრცე – კიბერთამაშები და შემეცნებითი ქვიზები;
🔹 ღონისძიება დასრულდება გალა კონცერტით.
📍 შევხვდებით 26 მაისს გორში!
🇬🇪 ერთად ვიზეიმოთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე! "- წერია იუსტიციის სამინისტროს განცხადებაში