ნარკოდანაშაულში მსჯავრდებულმა არტემ გრიბულმა შიმშილობა დაიწყო

ნარკოდანაშაულში მსჯავრდებულმა არტემ გრიბულმა შიმშილობა დაიწყო

6 საათის წინ
კატეგორიები: პოლიტიკა
პოსტი ნახა: 297

ნარკოდანაშაულში მსჯავრდებულმა არტემ გრიბულმა შიმშილობა დაიწყო. აღნიშნულის შესახებ უფლებადამცველმა, დარია სამოდუროვამ „ინტერპრესნიუსს" განუცხადა.

როგორც უფლებადამცველმა განაცხადა, მას მსჯავრდებულმა გრიბულმა დღეს დაურეკა და შიმშილობის დაწყების თაობაზე აცნობა.

ადვოკატის განმარტებით, შიმშილობის დაწყების მიზეზი არტემ გრიბულის მეუღლის, მსჯავრდებულ ანასტასია ზინოვკინას მიმართ პენიტენციურ დაწესებულებაში განხორციელებული ქმედებები გახდა.

„დილით დამირეკა. მოგეხსენებათ, გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ანასტასია ზინოვკინას მე-5 პენიტენციურ დაწესებულებაში არაადამიანურად მოეპყრნენ. აღნიშნული მან მის მეგობარს მოუყვა და ინფორმაცია გავრცელდა. მას ვესაუბრე და ეს ფაქტი ზინოვკინამ დამიდასტურა. ამ ფაქტის შესახებ გრიბულმა ტელევიზიიდან შეიტყო, დამირეკა, საკმაოდ ემოციურად იყო, დავამშვიდე, თუმცა, მითხრა, რომ შიმშილობა დაიწყო. მისი მოთხოვნაა, გამოვლინდეს ვინც ანასტასია ზინოვკინას არაადამიანურად მოეპყრო, სამსახურიდან გათავისუფლდეს და კანონის სრული სიმკაცრით დაისაჯოს",- განაცხადა ადვოკატმა.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე