ნათია მეზვრიშვილი - გახარია „ოცნების“ ერთადერთი თანამდებობის პირი იყო, რომელიც არ იყო კორუმპირებული და სძულდა ნეპოტიზმი, ამის გამო აღმოჩნდა სახელმწიფოს მოღალატე - პროკურატურის განცხადების მე შემრცხვა, როგორც ყოფილ კოლეგას

ნათია მეზვრიშვილი - გახარია „ოცნების“ ერთადერთი თანამდებობის პირი იყო, რომელიც არ იყო კორუმპირებული და სძულდა ნეპოტიზმი, ამის გამო აღმოჩნდა სახელმწიფოს მოღალატე - პროკურატურის განცხადების მე შემრცხვა, როგორც ყოფილ კოლეგას

1 საათის წინ
კატეგორიები: პოლიტიკა
პოსტი ნახა: 91

გახარია „ოცნების“ ერთადერთი პოლიტიკური თანამდებობის პირი იყო, რომელიც არ იყო კორუმპირებული და სძულდა ნეპოტიზმი. ამ ღირებულებების გამო აღმოჩნდა სახელმწიფოს მოღალატე, ანტიეროვნულ და კორუმპირებულ „ოცნებასთან” შეუთავსებელი და ამ ღირებულებების ერთგულება მიიყვანს გამარჯვებამდე, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნათია მეზვრიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას წინააღმდეგ დაწყებულ სისხლის სამართლებრივ დევნასა და მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით, დაუსწრებლად პატიმრობის შეფარდებას ეხმაურება.

როგორც ის აღნიშნავს, „ამ ღირებულებების ადამიანის გატეხა წარმოუდგენელია“.

„ერთ დღეში ორი პატიმრობა სახელმწიფო ინტერესების ყოველთვის და ყველაფერზე (პირადზე, ოჯახზე, მეგობრებზე) წინ დაყენებისთვის. გახარია “ოცნების” ერთადერთი პოლიტიკური თანამდებობის პირი იყო, რომელიც არ იყო კორუმპირებული და სძულდა ნეპოტიზმი. ამ ღირებულებების გამო აღმოჩნდა სახელმწიფოს მოღალატე, ანტიეროვნულ და კორუმპირებულ “ოცნებასთან” შეუთავსებელი და ამ ღირებულებების ერთგულება მიიყვანს გამარჯვებამდე. სრულიად უცხო ადამიანი გასაუბრებით დამნიშნა მოადგილედ. ასე პოულობდა კადრებს. ისე წავიდა თანამდებობიდან, არაფერი წაუღია. საერთოდ არაფერს ჰქონდა მისთვის მნიშვნელობა სახელმწიფო საქმის კეთილსინდისიერად კეთების გარდა. ამ ღირებულებების ადამიანის გატეხა წარმოუდგენელია. მხოლოდ ის დაპატარავებული „ადამიანები“ მეცოდებიან, რომლებიც გუშინ ბუზებივით ეხვივნენ და ახლა აორთქლებულები არიან, მეტიც მის წინააღმდეგ მოწმეებად გვევლინებიან. თქვენი ადგილი არც მაშინ იყო მის გარშემო (ეს იყო მისი ერთადერთი შეცდომა) და არც მომავალში იქნება.

პროკურატურამ არაერთი ადამიანი გააუბედურა ბოლო დროს, გახარია რა მოსატანია. მაგრამ მაინც - გავრცელებული განცხადების, კვალიფიკაციის და ყველაფრის, მე შემრცხვა, ძალიან შემრცხვა, როგორც თქვენს ყოფილ კოლეგას”,- წერს მეზვრიშვილი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ ყოფილ პრემიერ-მინისტრს, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერს, გიორგი გახარიას ე.წ. ჩორჩანას ეპიზოდზე და 20 ივნისის აქციის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე