პოლონეთის საჰაერო სივრცეში უამრავი დრონი შევიდა, რომლებსაც პოლონეთისა და ნატო-ს საჰაერო თავდაცვის სისტემები დახვდნენ, - ამის შესახებ ნატო-ს პრესსპიკერი, ალისონ ჰარტი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
მისი განცხადებით, ნატო პოლონეთის ხელმძღვანელობასთან კონტაქტზეა და პოლონეთთან მჭიდრო კონსულტაციებს აწარმოებს.
შეგახსენებთ, დღეს დილით, რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებული თავდასხმის დროს, დრონები პოლონეთის საჰაერო სივრცეში შეიჭრნენ. პოლონეთმა დრონების გასანეიტრალებლად ოპერაცია ჩაატარა.