ნეპალში მთავრობის მიერ სოციალური მედია პლატფორმების აკრძალვის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაზე 19 ადამიანი დაიღუპა

ნეპალში მთავრობის მიერ სოციალური მედია პლატფორმების აკრძალვის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაზე 19 ადამიანი დაიღუპა

5 საათის წინ
კატეგორიები: მსოფლიო
პოსტი ნახა: 130

ნეპალში მთავრობის მიერ სოციალური მედია პლატფორმების აკრძალვის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაზე 19 ადამიანი დაიღუპა, - ინფორმაციას Reuters-ი ნეპალის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ნეპალის სახელმწიფო მედიის ცნობით, დემონსტრანტები პარლამენტში შეჭრას ცდილობდნენ, როცა პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა.

პარლამენტის პრესსპიკერმა განაცხადა, რომ დემონსტრანტების ნაწილი პარლამენტის ტერიტორიაზე შევიდა, თუმცა მთავარ შენობაში შესვლა ვერ მოახერხეს.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, შეტაკებების შედეგად, 100-ზე მეტი ადამიანი დაშავდა.

ცნობისთვის, გასულ კვირას ნეპალის მთავრობამ ზოგიერთ სოციალურ მედია პლატფორმაზე, მათ შორის, „ფეისბუქზე“ წვდომა დაბლოკა.

მთავრობა აცხადებს, რომ ყალბი ანგარიშების მიერ სხვადასხვა პლატფორმების ბოროტად გამოყენების წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით, სოციალური მედია პლატფორმები სამთავრობო ორგანოებში უნდა დარეგისტრირდნენ.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე