ნიდერლანდებში ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა

ნიდერლანდებში ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა

09-09-2025 14:18
კატეგორიები: საზოგადოება
პოსტი ნახა: 705

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიის, Wijnimport Bleeker-ის ორგანიზებით, ამსტერდამში, საერთაშორისო ფესტივალის Amsterdam Wine Festival-ის ფარგლებში ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, გამოფენის ათასობით სტუმარს შესაძლებლობა მიეცა, დაეგემოვნებინა ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიების სხვადასხვა სტილის როგორც კლასიკური, ისე ქვევრის ტექნოლოგიით დამზადებული ღვინოები.

ღვინის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ღვინის პოპულარიზაცია და ცნობადობის ამაღლება წარმოადგენს. სააგენტო ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის ფარგლებში 2013 წლიდან ბაზრების დივერსიფიცირების მიზნით მიზანმიმართულ სარეკლამო-მარკეტინგულ კამპანიებს ამერიკის, ევროპისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ბაზრებზე ახორციელებს.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური და ორგანიზაციული მხარდაჭერით, 2025 წლის რვა თვეში ქართული ღვინო წარდგენილი იყო მსოფლიოს 14 ქვეყანაში 20 გამოფენა/ფესტივალსა და 145 დეგუსტაცია-სემინარზე.



მსგავსი სიახლეები

ტელეკომპანია „თრიალეთი“ ორჯერ შეეცადა გორის სამხედრო ჰოსპიტლის პოზიციის გარკვევას გოდერძი ხეჩიკაშვილის ბრალდებებთან დაკავშირებით, თუმცა უწყებამ ორივეჯერ დუმილი არჩია. ჟურნალისტები ჰოსპიტლის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს პირველად 13 ივლისს დაუკავშირდნენ, ხოლო მეორედ - 14 ივლისს, მას შემდეგ, რაც ოჯახმა ახალი განცხადება გააკეთა და დააზუსტა, რომ მკურნალი ექიმის ვინაობა თავდაპირველად ჰოსპიტლის თანამშრომლის მიერ მიწოდებული მცდარი ინფორმაციის გამო შეეშალათ. მიუხედავად „თრიალეთის“ განმეორებითი მცდელობისა, გადაემოწმებინა ინფორმაცია შესაძლო გულგრილობისა და დაწყებული მოკვლევის შესახებ, სამხედრო ჰოსპიტალში კომენტარი არც ამჯერად გააკეთეს

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე