ნიკა გვარამია - არანაირი გირაოს გადახდას არ ვაპირებ

ნიკა გვარამია - არანაირი გირაოს გადახდას არ ვაპირებ

4 საათის წინ
კატეგორიები: პოლიტიკა
პოსტი ნახა: 174

20 ივნისს მაქვს წინასასამართლო პროცესი წულუკიანის „კომისიის” საქმეზე - ყოველგვარი შეკითხვების გარეშე შემიძლია გითხრათ, რომ არანაირი გირაოს გადახდას არ ვაპირებ, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ლიდერი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს.

ამასთან, აღნიშნავს, რომ არ აპირებს საყვედურების გამოთქმას იმ პირების მიმართ, ვინც სხვა გადაწყვეტილებას მიიღებს.

„მე 20 ივნისს მაქვს წინასასამართლო პროცესი წულუკიანის „კომისიის” საქმეზე, მაგრამ გირაოს გადახდა მიწევს ყველაზე გვიან (50 დღე მომცა სასამართლომ და არა 30).

ყოველგვარი შეკითხვების გარეშე შემიძლია გითხრათ, რომ არანაირი გირაოს გადახდას არ ვაპირებ. არც იმათ მიმართ ვაპირებ საყვედურების გამოთქმას, ვინც სხვა გადაწყვეტილებას მიიღებს: პირადი გადაწყვეტილების საკითხია“,- წერს გვარამია.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე