ნიკა მელია დააკავეს

ნიკა მელია დააკავეს

29-05-2025 21:33
კატეგორიები: პოლიტიკა
პოსტი ნახა: 286

პარტიის პრესსამსახურისა და ადვოკატის ცნობით, „ახალის“/„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია დააკავეს. ოფიციალური მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

ამავე ცნობებით, მისი სავარაუდო დაკავება - რასაც პარტიაში „გატაცებას“ უწოდებენ, - ლისის ტბის ასახვევთან მოხდა, როდესაც მელია ავტომობილით, დაცვასთან ერთად მიდიოდა ერთ-ერთ პოდკასტში მონაწილეობის მისაღებად.

„ლისზე დააკავეს, პოდკასტის, „ორ ცეცხლს შუა“, ჩასაწერად მიდიოდა. საპატრულო პოლიციამ გააჩერა. იმყოფებოდა მხოლოდ დაცვასთან ერთად. მათ შორის სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა ... კრიმპოლის თანამშრომლებმა წაართვეს ტელეფონები, ამოიღეს ჩიპები და გადააგდეს, მელია ჩასვეს მანქანაში და გადაიყვანეს“, - ამბობს პარტიის პრესცენტრის წარმომადგენელი ჟურნალისტებთან.

განახლება: პარტიის პრესსამსახურის ცნობით, მელია დიღმის იზოლატორშია გადაყვანილი.

ნიკა მელიას ადვოკატი გიორგი კონდახიშვილი „ტვ პირველთან“ აცხადებს, რომ დაკავება „აბსოლუტურად გაუგებარია“. მისი ინფორმაციით, მელიას პოლიციის ეკიპაჟმა მანქანის გადაყენება მოსთხოვა და შემდეგ იგი „ძალისმიერი მეთოდებით დააკავეს“.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე