ნიკოლ ფაშინიანი - დღეს სომხეთი და აზერბაიჯანი აყალიბებენ ეკონომიკურ ურთიერთობებს და კავშირებს საქართველოს დახმარებით და ხელშეწყობით, ეს ნამდვილად შესაქები ამბავია და მადლობას გიხდით ამ ფასეული წვლილისთვის

1 საათის წინ
კატეგორიები: RSS პოლიტიკა
პოსტი ნახა: 25

საქართველოსა და სომხეთის ეკონომიკური ურთიერთობა ღრმავდება, ეს ეფუძნება არსებულ ხანგრძლივ ტრადიციას. სომეხი ტურისტებისთვის საქართველო იყო, არის და იქნება ყველაზე სანუკვარი ადგილი დასვენებისა და ვიზიტისთვის, - ამის შესახებ საქართველოში ვიზიტით მყოფმა სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

მან საქართველოსა და სომხეთს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ საქართველოდანაც იზრდება ტურისტების ვიზიტი სომხეთში.

„მაქვს პატივი ვიყო კიდევ ერთ შეხვედრაზე. ამ ფორმატს ჰქვია სომხეთ-საქართველოს მთავრობათაშორისი ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის მე-15 სხდომა. რადგან მე -15 არის, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი აღქმით, ეს ურთიერთობა ვითარდება. ჩვენი დღის წესრიგის მნიშვნელოვანი ასპექტი ის არის, რომ კიდევ უფრო უკეთესი ეკონომიკური შედეგი გვქონდეს. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ დღეს საუბარი გვქონდა ეკონომიკურ, ორმხრივ, რეგიონულ და საერთაშორისო დღის წესრიგზე. სხვადასხვა საკითხზე გვქონდა დისკუსია. ასევე, ვნახეთ სად გვაქვს თანამშრომლობის განვითარებისთვის ყველზე დიდი პოტენციალი.

მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი კობახიძეს, რომ მთელი ამ დროის განმავლობაში მხარს უჭერს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობის პროცესს. ქართველ ერს მხარდაჭერისთვის მინდა მადლობა გადაგიხადოთ. იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ჩვენ ვგრძნობთ და ვხედავთ. დღეს სომხეთი და აზერბაიჯანი აყალიბებენ ეკონომიკურ ურთიერთობებს და კავშირებს საქართველოს დახმარებით და ხელშეწყობით, ეს ნამდვილად შესაქები ამბავია და მადლობას გიხდით ამ ფასეული წვლილისთვის.

საქართველოსა და სომხეთის ეკონომიკური ურთიერთობა ღრმავდება, ეს ეფუძნება არსებულ ხანგრძლივ ტრადიციას. სომეხი ტურისტებისთვის საქართველო იყო, არის და იქნება ყველაზე სანუკვარი ადგილი დასვენებისა და ვიზიტისთვის. საქართველოდანაც იზრდება ტურისტების ვიზიტი სომხეთში. ჩვენ ეს მზარდი ტენდენცია გვახარებს. ეს ურთიერთობა მნიშვნელოვანია, რაც ცხადყოფს იმას, რომ ჩვენი აქტიური პოლიტიკური მეგობრობა კულტურის, სპორტის, ეკონომიკის სფეროებში აისახება ხალხთა შორის ურთიერთობებზე“,-განაცხადა ფაშინიანმა.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 5-7 მარტს საქართველოში შენარჩუნებული იქნება შედარებით ცივი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი.  მათი ცნობით, თბილისში 5-6 მარტს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, 7 მარტს კი მცირე წვიმა და ქარია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +9, +11 გრადუსი დაფიქსირდება.  „სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +9, +11 გრადუსი დაფიქსირდება.
წინა ახალი ამბავი

შემდეგი ახალი ამბავი
ესპანეთის პრემიერი პედრო სანჩესი დონალდ ტრამპის განცხადებაზე - სწორედ ასე იწყება კაცობრიობის უდიდესი კატასტროფა, არ შეიძლება „რუსული რულეტი“ ითამაშო მილიონობით ადამიანის ბედით
ესპანეთის პრემიერი პედრო სანჩესი დონალდ ტრამპის განცხადებაზე - სწორედ ასე იწყება კაცობრიობის უდიდესი კატასტროფა, არ შეიძლება „რუსული რულეტი“ ითამაშო მილიონობით ადამიანის ბედით

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე