საჯარო მოსამსახურეზე თავდასხმაში ბრალდებული მასწავლებელი ნინო დათაშვილი თავისუფალია. მან რუსთავის მე-5 ქალთა საპატიმრო დატოვა.
"არაფრის თავი არ მაქვს. გეხვეწებით, ნუ გადამიღებთ. მტკივა ყველაფერი, დაჯდომა მინდა. არ ჩამეხუტოთ, ძალიან დიდი მადლობა ყველას! - ასე მიმართა დათაშვილმა საპატიმროსთან შეკრებილ გულშემატკივრებს.
ცნობისთვის, ბრალდებულ ნინო დათაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა, სასამართლომ, ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, პროკურატურის მიერ დაყენებული შუამდგომლობის საფუძველზე, უფრო მსუბუქი აღკვეთის ღონისძიების სახით დღეს შეცვალა და 5000-ლარიანი გირაო შეუფარდა.