ნინო წილოსანი - ჩვენი ოპონენტები ყოველდღიურ რეჟიმში აზიანებენ და ცდილობენ, ჩამოშალონ ქვეყნის ეკონომიკა

ნინო წილოსანი - ჩვენი ოპონენტები ყოველდღიურ რეჟიმში აზიანებენ და ცდილობენ, ჩამოშალონ ქვეყნის ეკონომიკა

1 საათის წინ
კატეგორიები: პოლიტიკა
პოსტი ნახა: 101

„იმ ფონზე, როდესაც საქართველოს მუდმივი ეკონომიკური წინსვლა აქვს და ყველა პარამეტრით უმჯობესდება ჩვენი მოცემულობა, ჩვენი ოპონენტები ყოველდღიურ რეჟიმში აზიანებენ და ცდილობენ, ჩამოშალონ ქვეყნის ეკონომიკა. დავიწყოთ არეულობებისა და დესტაბილიზაციის პოლიტიკით. ოპოზიციის მუდმივი არეულობები ქუჩებში პირდაპირ აისახება ქვეყნის იმიჯზე და მათი გათვლებით უნდა აისახოს, როგორც ჩვენს საინვესტიციო რეიტინგებზე, ასევე აღქმებზე. თითოეული გარეთ მოწყობილი და უმსგავსო, ყველა მავნებლობის ჩათვლით მიტინგი თუ აქცია სწორედ რომ გარეთ უცხოელი ინვესტორებისა თუ ტურისტებისთვის უნდა იყოს წითელი ნიშანი, რომ საქართველოში არ ჩამოვიდნენ. თითოეული გასროლილი მაშხალა თუ ფეიერვერკი, რომელსაც პოლიციელს უმიზნებდნენ, უნდა იყოს განგაშის ზარი ნებისმიერი უცხოელისთვის, რომ ეს ქვეყანა უსაფრთხო არ არის. თითოეული მათი გაკეთებული განცხადება, ლარის კურსის მიმართულებით, უნდა ყოფილიყო ქართველი ხალხის საზიანოდ ასახული. ამ მავნებელი პოლიტიკოსების მთლიანი ძალისხმევა მიემართება, რომ მათი ბრძოლა არათუ პოლიტიკურ ჭრილში იყოს უსამართლო, უსაფუძვლო, დეზინფორმაციული და საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული, არამედ ეს ყველაფერი იყოს გამძაფრებული ეკონომიკის ჩამოშლის სურვილით და თითოეული ჩვენი მოქალაქის კეთილდღეობაზე დარტყმით. ვფიქრობ, ამ ადამიანებს საკადრისი პასუხი გასცა ჩვენმა მოქალაქეებმა ყველა არჩევნებზე, მაგრამ დღევანდელ თუ ყველა სხვა განცხადებაში, რომელიც მათ წინააღმდეგ იქნება ჩვენგან მიმართული, ყოველთვის გავახსენებთ, რომ ყველაფერს აკეთებდნენ საკუთარი ქვეყნის, საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ. ამის საპირწონედ ეჭვიც არ მეპარება, რომ „ქართულ ოცნებას“ ხშირად უპირობო ნდობაც აქვს ქართველი ხალხის მხრიდან“,-განაცხადა ნინო წილოსანმა.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე