ნოვგოროდის ოლქში ქიმიურ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია რუსულ „ტელეგრამ“ არხებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ნოვგოროდის ოლქში ქიმიურ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია რუსულ „ტელეგრამ“ არხებზე დაყრდნობით ავრცელებს.

56 წუთის წინ
კატეგორიები: RSS მსოფლიო
პოსტი ნახა: 77

რუსული „ტელეგრამ“ არხების ინფორმაციით, თავდასხმის სავარაუდო სამიზნე ქალაქ დიდ ნოვგოროდში მდებარე „აკრონის“ ქიმიური ქარხანა იყო.

მოსახლეობის ცნობით, ღამით დრონები დააფიქსირეს, ხოლო ქალაქში აფეთქებების ხმა ისმოდა.

თავდასხმის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია ნოვგოროდის ოლქის გუბერნატორმა, ალექსანდრე დრონოვმაც დაადასტურა.

ამასთან, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ღამით ქვეყნის ტერიტორიაზე 287 უკრაინული დრონი გაანადგურეს, მათ შორის 40 დრონი მოსკოვის ოლქის თავზე ჩამოაგდეს.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე