„ობლად გაზრდილი, პატიოსანი ახალგაზრდა იყო…“ - რა გახდა ფხეროში 33 წლის კაცის მკვლელობის სავარაუდო მიზეზი

„ობლად გაზრდილი, პატიოსანი ახალგაზრდა იყო…“ - რა გახდა ფხეროში 33 წლის კაცის მკვლელობის სავარაუდო მიზეზი

5 საათის წინ
კატეგორიები: რეგიონი შემთხვევა
პოსტი ნახა: 557

ადიგენში მოკლული 33 წლის წინ კაცი შოთიკო (ბათია) ხარაიშვილია.

„ობლად გაზრდილი, პატიოსანი, მშრომელი და საუკეთესო ახალგაზრდა იყო შოთიკო. ასე როგორ გაიმეტეს…“ – წერს გარდაცვლილის ახლობელი.

შემთხვევა გუშინ, სოფლის ცენტრში მოხდა.

ადიგენის სოფელ ფხეროში ამბობენ, რომ 33 წლის კაცის მკვლელობა სავარაუდოდ წარსულში მომხდარ დაპირისპირებას უკავშირდება. გარდაცვლილიც და ბრალდებულიც თანასოფლელები არიან. 55 წლის კაცმა, მეზობელს სასიკვდილო ჭრილობა ცივი იარაღით გუშინ, 17 ივლისს მიაყენა. ი.მ. სამართალდამცავებმა იმავე დღეს დააკავეს.

გარდაცვლილის ნათლული ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ ბრალდებულს და მოკლულს შორის დაპირისპირება 17 ივლისს სასაფლაოზე დაიწყო. ამ დღეს სოფელში გასვენება იყო.

„ჩემი ნათლია ტრაილერის მძღოლი იყო, ხან სად დადიდა, ხან სად. ახლახანს ჩამოვიდა სოფელში. მკვლელობის დღეს მასწავლებელი ქალის გასვენება იყო. როგორც მე ვიცი, ეს ბიჭები მესაფლავეები იყვნენ. ზუსტად არ ვიცი, მაგრამ გავიგე, რომ სასაფლაოზევე დაიწყეს ჩხუბი, მერე სოფელში დაბრუნდნენ და აქაც გააგრძელეს, კლუბის წინ. ვიცი, რომ დანა დაარტყა და ადგილზევე დაიღუპა. სასწრაფოც იყო და პოლიციაც, წაუყვანიათ კლინიკაში, მაგრამ იქ უთხრეს დაღუპული შემოიყვანესო“,- გვეუბნება მოკლულის ნათლული.

ადგილობრივების განცხადებით, ბრალდებული წარმოშობით ფხეროდან არის, თუმცა თბილისში ცხოვრობს. წლების წინ მეზობლებს დაპირისპირება ძაღლის გამო მოუვიდათ.

„ორივე გაღმა უბანში მეზობლად ცხოვრობენ. ბრალდებულს მამა გარდაეცვალა, მეზობლის ძაღლი სამძიმარზე მისულ ხალხს უყეფდა, მაშინ მაგაზე მოუვიდათ ჩხუბი. ბრალდებული ეუბნებოდა ან დააბი, ან რამე ქენიო. როგორც ვიცი, გაიხსენეს ახლა ეს ამბავი, მაგრამ როგორ გაიმეტა მოსაკლავადა ეგ გვიკვირს. ვინც შეესწრო ყველა დაკითხვაზეა ზოგი ახალციხეში, ზოგი ადიგენში.ბრალდებული უკვე დააკავეს, სადღაც ეზოში ყოფილა დამალული “,- ამბობს „სამხრეთის კარიბჭესთან“ ფხეროს მკვიდრი, როინ სირაძე.

ჰყავდა თუ არა მომხდარს თვითმხილველი, უცნობია, მეზობლები ამბობენ, რომ სოფლის ახალგაზრდები დაკითხვაზე წაიყვანეს. ნაწილი ადიგენში, ნაწილი კი ახალციხეში.

წყარო: 



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე